11. ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენებისთვის ხატავს მარტივი დეკორაციების და კოსტიუმების დეტალების ესკიზებს და მონაწილეობს მათ დამზადებაში

ტიპური აქტივობა

11. აქტივობ I. ქუდები

) თხელი მუყაოს ფურცლის კიდიდან უნდა გადაიზომოს სასურველი (10-20 სმ) სიმაღლის და არა უმცირეს 55 სმ სიგრძის ზოლი და მოიჭრას. მოსწავლეებმა მოჭრილი ქაღალდის ზოლი უნდა შემოიხვიონ თავზე და ერთმანეთის დახმარებით, სკოტჩით დაამაგრონ შეერთების ადგილი (კავშირი: ..VI.6.). ქაღალდის ზოლის ორივე კიდე უნდა ჩაიჭრას თანაბარი დაშორების სამკუთხედებად და ჩაიკეცოს ერთ მხარეს შიგნით, მეორე მხარეს კი - გარეთ. მიღებული რკალი უნდა დაიდოს მუყაოს შუაგულზე და ჯერ შიგნიდან შემოიხაზოს ფანქრით, შემდეგ კი გარედან რკალიდან 5 სმ-ის დაშორებით. მოხსენით რკალი, გამოჭერით დახატული წრე გარეთა და შიგნითა ხაზის მიხედვით ისე, რომ შიგნითა წრე (ცენტრში), რომელიც ქუდის ძირი იქნება, არ დაზიანდეს. მიაწებეთ დაწებებული რკალი გამოჭრილ პატარა წრეს (ქუდის ძირს) შიგნით ჩაკეცილი კბილებით, ხოლო დიდ წრეს (ქუდის ფრთები) - გარეთ გადმოკეცილი კბილებით. ქუდი შეიძლება შეიღებოს აკრილის, გუაშის საღებავებით, მოირთოს სხვადასხვა მასალით.

 

ბ) “აკადემიკოსი ქუდი

აკადემიკოსის ქუდის გასაკეთებლად არ არის საჭირო სკოტჩით დაწებებული ქაღალდის ზოლის ორივე მხრიდან ჩაჭრა და მრგვალი ძირის და ფრთების გამოჭრა – რკალი ცალი მხრიდან უნდა დამაგრდეს კვადრატის ფორმის მუყაოზე, რომელიც ოდნავ დიდია რკალზე და ერთ კუთხეზე დაუმაგრდეს სქელ ძაფზე ჩამოკიდებული ფოჩი. აკადემიკოსის ქუდი იღებება შავი ფერით. ფოჩის დამზადება: სასურველი ფერის ძაფის სქელი ფენა უნდა დაიხვიონ ხელის გულზე. ქვევიდან ხელის გულთან გაუყარონ ძაფი და კარგად გაკვანძონ  ისე, რომ ყველა დახვეული ფენა ერთად შეიკრას.

ხელის გულზე დახვეული ზაფების ფენა უნდა ჩაიჭრას საპირისპირო მხარეს. იმ ადგილას, სადაც ძაფით შეიკრა, უნდა მოიკეცოს და გარედან რამდენჯერმე შემოეხვიოს და კარგად გაიკვანძოს იმ ფერის ძაფით, რა ფერისაც იქნება ყუნწი, რომლითაც ფოჩი ქუდის კიდეზე დამაგრდება. 

  

რესურსები

11.I. თხელი მუყაო ან ვატმანის ქაღალდები, სკოტჩი, წებო, მაკრატელი, ფანქარი, საღებავები და სქელი ძაფი და ფოჩი.

 

 

11. აქტივობ II. პაპიე­-მაშე ნიღაბი

(2-3 გაკვეთილი)

 

გაკვეთილი

დაახლოებით, ბავშვის თავისხელა რეზინის ბურთი ან გაბერილი ბუშტი სიმყარისთვის უნდა ჩაიდოს პატარა ჯამში და მის ნახევარს (დაახლოებით, სახის ნახევრის შესაბამის ფართობზე) შემოეკრას წყალში დასველებული გაზეთის 1 ფენა. შემდეგი 4-5 ფენა – წებოში ამოვლებული და გაწურული გაზეთის (დაახლოებით 4X4 სმ) ნაკუწები. შემდეგ მოსწავლეები დაამზადებენ ცხვირებს – მაგარი ქაღალდისგან გამოჭრიან სასურველი სიგრძის სამკუთხედებს, გადაკეცავენ სამკუთხა  ფურცლებს შუაზე (სიგრძეზე) და გაზეთების ნაკუწებით (ერთმანეთის დახმარებით, კავშირ ..VI.6.), შიგნიდან და გარედან დააწებებენ ფორმებზე შესაფერის ადგილას. ეს ყველაფერი უნდა დაიდოს უსაფრთხო ადგილას გასაშრობად - ამ პროცესის დასაჩქარებლად, კარგია ბურთების მზეზე ან რაიმე გამათბობელთან ახლოს დადება. ნიღბების ფორმების საბოლოო გაშრობამდე, ფორმიდან მოხსნა არ შეიძლება, რათა დეფორმაცია არ მიიღონ.

 

Iგაკვეთილი

ბოლომდე გამშრალ ფორმებს მოხსნიან ბურთებიდან და ფანქრით ან ფლომასტერით შემოახატავენ სასურველ ფორმას. ასევე, მოზომავენ ფორმაზე თვალების ადგილს, დახატავენ თვალების ფორმას და მასწავლებლის დახმარებით გამოჭრიან თვალების ღრმულებს. ნიღბის ფორმას დახატული კონტურის მიხედვით გამოჭრიან მაკრატლით. მასწავლებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ ცხვირის ადგილი არ დარჩეს დახურული და თვალების ადგილი იყოს ზუსტად მოზომილი. მოსწავლეები გამზადებულ ფორმებს შეღებავენ, მოხატავენ, დააწებებენ ან დააკერებენ მოსართავებს და შესაკრავებს.

  

რესურსები

11.II. რეზინის ბურთი ან გაბერილი ბუშტი, რომელშიც სიმძიმისთვის პატარა კენჭია ჩაყოლებული, წებო (ფქვილით მოხარშული ან ПВА) - პატარა ჯამებით, დახეული გაზეთები, საღებავები, პატარა ჯამი ბურთის ჩასადებად, სხვადასხვა მოსართავები – ნაძვის ხის წვიმა, მძივები, ლენტები, ბუმბული, ფუჩეჩი. სტეპლერი ან ნემსი და ძაფი.