5. ქმნის რთულ ორნამენტს ფორმების, ფერების, ხაზების, მონასმების გამეორებით

ტიპური აქტივობები

5. აქტივობ I. ქართულ ორნამენტი

(იხ. დანართი)

მასწავლებელი უყვება მოსწავლეებს, რომ ქართულ ხელოვნებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ორნამენტს და სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, სად უნახავთ ორნამენტი და რა დარგებში გამოიყენება (ხუროთმოძღვრება, ჭედურობა, ხელნაწერი წიგნები, ქსოვილი, ხალიჩა, მინანქარი, ხე). მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს ორნამენტის ხატვის პრინციპებსა და ხერხებს, შეასრულებინებს მათ ერთ-ორ სავარჯიშოს, რომელსაც წინა კლასებში აკეთებდნენ, რის შემდეგაც მოსწავლეებმა ჯერ წიგნიდან უნდა გადაიხატონ ქართული ორნამენტის მარტივი ნიმუშები, ხოლო შემდეგ თვითონ მოიგონონ და დახატონ რამდენიმე მარტივი ორნამენტი.

კავშირი: აქტივობ .. VI.12.–4.

    

რესურსები

5.I. ვიზუალური მასალა: წიგნები ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე, ქართული ფრესკების რეპროდუქციებზე არსებული ორნამენტული ფრაგმენტები, ნინო ბრაილაშვილის ეთნოგრაფიული ჩანახატები. სახატავი ფურცლები, ფანქარი, საშლელი. 

 

5. აქტივობ II. ჩანახატი

ექსკურსიაზე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლზე არსებული ორნამენტის დეტალების ჩანახატების გაკეთება.

 

მიმაგრებული ფაილები