4. შუქ-ჩრდილის, ათინათის და დაცემული ჩრდილის საშუალებით გამოსახავს საგანთა მოცულობას

ტიპური აქტივობები

4. აქტივობა I. “პლატონის სხეულები

(აქტივობის აღწერა ვრცლად იხ. IV თავში) მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს მოცულობის არსს და უყვება მათ ხუთი წესიერი მრავალწახნაგას შესახებ. შემდეგ მოსწავლეები გამოჭრიან თარგებს (იხ. დანართი) და ააწყობენ აღნიშნულ სხეულებს.

   

რესურსები

4. მრავალწახნაგების (დაქსეროქსებული) თარგები, მაკრატელი, წებო.

  

კავშირი სხვა საგნებთან

4. კავშირი მათემატიკასთან.

 


4. აქტივობა II. “მოცულობა და შუქ­ჩრდილი

(იხ.IV თავი)

ყოველ მოსწავლეს წინ უდევს I აქტივობაზე დამზადებული მრავალწახნაგები. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ რომელი გვერდი არის ყველაზე მუქი, რომელი - ყველაზე ღია და დაასაბუთონ, რატომ. შემდეგ მოსწავლეებმა რამდენჯერმე უნდა შეუცვალონ ფიგურებს ადგილი – დაატრიალონ, ასწიონ მაღლა, დახარონ და დააკვირდნენ, თუ როგორ იცვლება ფიგურების ჩრდილის ფორმა და სიმუქე ფიგურის ძირთან და ფიგურისგან მოშორებით. მოსწავლეები წინ დაიდებენ მრავალწახნაგებს და უბრალო ფანქრით დახატავენ მოცულობით სხეულებს – ჯერ ააგებენ მათ კონტურს, შემდეგ კი დაშტრიხავენ ჩრდილიან წახნაგებს. მასწავლებელი აუხსნის მოსწავლეებს ფიგურის მარტივად დაშტრიხვის ხერხს: განათებული გვერდი დატოვონ თეთრად, ყველაზე მუქი გვერდი დაშტრიხონ რამდენიმე, ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულების შტრიხების 2-4 ფენით, უფრო ღია წახნაგი – შედარებით ნაკლები შტრიხებით.

 

 

რესურსები

4. გამზადებული მრავალწახნაგები,  სახატავი ფურცელი, უბრალო ფანქარი.

 

შენიშვნა

4. მრავალწახნაგები უნდა აეწყოს  თეთრი ქაღალდისგან, რათა მომდევნო აქტივობაზე უკეთ დაინახონ ამ სხეულების მოცულობა და შუქ-ჩრდილის განაწილება. მრავალწახნაგების თარგების ყოველი გვერდი უნდა გადაიკეცოს ერთი მიმართულებით, წაესვას წებო ყვითლად შეღებილ ნაწილებს და შეიკრას ფიგურები. დამატებითი აქტივობა (იხ. თავი IV). კავშირი: ..VI.5.

ერთნაირი მრავალწახნაგებით ააწყონ ახალი ფიგურები – დააწებონ ერთმანეთს რამდენიმე ტეტრაედრი, რამდენიმე  ოქტაედრი და სხვ.