4. გადმოსცემს ნამუშევარში გარკვეულ იდეას (მაგ. ქმნის პლაკატს ეკოლოგიურ ან სხვა თემაზე)

ტიპური აქტივობა

4. აქტივობა პლაკატი

გუნდური სამუშაო. (2 გაკვეთილი) (იხ. IV თავი)

 

I გაკვეთილი

მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა დახატონ პლაკატის ესკიზი თემაზე “გარემოს დაბინძურება”. ყოველმა მოსწავლემ თავის პლაკატს უნდა მოუფიქროს და დააწეროს ლოზუნგი.

დასრულებული ესკიზები დაიკიდება ან დაიდება იატაკზე მწკრივად. მოსწავლეები იმსჯელებენ, თუ ვისი პლაკატი ან ლოზუნგი მოსწონთ და რატომ; გადაარჩევენ რამდენიმეს (შეიძლება ერთის ნახატი ვარგოდეს, მეორესი - კი ლოზუნგი და გაერთიანდეს) მომდევნო გაკვეთილისთვის.

 

II გაკვეთილი

მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ რამდენი ესკიზი გადაარჩიეს წინა გაკვეთილზე. ყოველი ჯგუფი აირჩევს პლაკატს, ლოზუნგს და გადაიტანენ ესკიზებს დიდ ფორმატებზე.

კავშირი: აქტივობები ..V.5.; ..V.9.-­3.

  

რესურსები

4. უბრალო ფანქრები, სახაზავები, გუაშის ან აკრილის საღებავები; A4 სახატავი ფურცლები, დიდი ფორმატის სახატავი ფურცლები ½ ყოველ ჯგუფს.

 

კავშირი სხვა  საგნებთან

4.  ბუნ.V.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.

 

შენიშვნა

4. პლაკატზე მუშაობის დაწყებამდე, მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, თუ რა არის პლაკატი - (სააგიტაციო, სარეკლამო ან ინფორმაციული შინაარსის ნახატი შესაფერისი მოკლე ტექსტით, დაბეჭდილი დიდი ფორმატის ქაღალდის ფურცელზე, განკუთვნილი კედელზე გასაკრავად),

რა ფუნქცია და პრინციპები ახასიათებს ამ ჟანრს. მოსწავლეებმა ლოზუნგი მკაფიო ასოებით უნდა იყოს დაწერილი - შორი მანძილიდან კარგად აღსაქმელად. სასურველია, ასოები ერთი ზომის იყოს. ნახატი უნდა იყოს ლაკონური, მკაფიო და პასუხობდეს ლოზუნგისა და აქციის შინაარსს.