1. ქმნის მცირე ზომის ფორმებს სხვადასხვა მოძიებული მასალით

ტიპური აქტივობა

1. აქტივობა "პირამიდა"

(3 გაკვეთილი)

მოსწავლეები იყოფიან გუნდებად, ინაწილებენ ფუნქციებს და აკეთებენ ერთ საერთო ნამუშევარს *.

 

I გაკვეთილი

მოსწავლეები თხელი მუყაოს ნაჭრისგან აკეთ- ებენ და ღებავენ  2 - დიდ და პატარა პირამიდას** თარგის მიხედვით (იხ. მრავალწახნაგები – ტეტრაედრი).

პირამიდები გაშრობამდე, მუყაოს რამდენიმე ადგილას სადგისით ან სქელი ნემსით  უნდა უკეთდება ერთმანეთისგან 3 – 5 მმ-ით დაშორებული ორ-ორი ნახვრეტი, სადაც გაეყრება 30 სმ-მდე სიგრძის რბილი, მაგრამ შედარებით მსხვილი მავთულები, რაც მომავალი ხეების კარკასი იქნება. მავთული ძირში რამდენჯერმე გადაიგრიხება (მას მომდევნო გაკვეთილზე შემოეკვრება პლასტილინი ან წებოში დასველებული ქაღალდი). მავთულის ბოლოები შეიძლება გადაიშალოს, რათა ზედ დამაგრდეს ტოტები და ფოთლები. შემდეგ, პირამიდას დააწებებენ მუყაოზე.

  

II გაკვეთილი

ამზადებენ “მიწას”: მუყაოს მთელ ფართობს, სქლად (1 - 2 მმ-ის სისქის) წაუსვამენ წებოს და დააყრიან ქვიშას.

წებოს გაშრობამდე და ქვიშის დაწებებამდე მოსწავლეებმა დაამზადონ ხეები – მავთულებს, რომლებიც წინასწარ დაამაგრეს მუყაოზე, შემოახვიონ პლასტილინი ან წებოიანი ქაღალდი, დაამაგრონ ქაღალდის ფოთლები, შეღებონ და გააკეთონ პალმები.

 

III გაკვეთილი

პლასტილინისგან აკეთებენ პატარა ზომის ადამიანებს, აქლემებს, ხოჭოებს***, სხვა ეგვიპტურ ატრიბუტებს და ალაგებენ გამზადებულ ლანდშაფტზე.

კავშირი: .. VI.5.­-1, 3., ..VI.6.

 

რესურსები

1. მუყაო (შოკოლადის მოზრდილი კოლოფი, ნებისმიერი ელ. ტექნიკის შესაფუთი კოლოფის მოზრდილი ნაჭერი, თუნდაც უფორმო), ფერადი ქაღალდი, პლასტილინი, მავთული, ქვიშა, კენჭები, მაკრატელი, წებო (ПВА).

 

შენიშვნა

1. * მასწავლებელმა უნდა გააკონტროლოს, რომ მოსწავლეებმა ფუნქციები გაინაწილონ ისე, რომ – ვინმე არ დარჩეს უსაქმოდ და ერთი სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში სხვა ფუნქცია შესთავაზოს – მაგ. დაეხმაროს მეგობრებს ლანდშაფტის მომზადებაში, მოაწესრიგოს სამუშაო ადგილი.

** პირამიდები შეიძლება შეიღებოს მარტივად, გუაშით, ან მიეცეს ფაქტურა დანაყილი და წებოში  არეული ცარცით. ასევე, შეიძლება, პირამიდას გაუკეთდეს კარები, რომელშიც ჩაიდება პლასტილინის მუმია.

*** მოსწავლეებს შეუძლიათ პლასტილინის ადამიანებს შემოახვიონ – ჩააცვან ქსოვილის პატარა ნაჭრები, ხოჭოების დამზადება კი - პლასტილინის ნაცვლად პატარა გაფერადებული კენჭებით შეიძლება.