2. ინიშნავს დავალებებს

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა "პირადი დღიურის წარმოება" 

ყოველ გაკვეთილზე მოსწავლეები სავარჯიშო რვეულში ჩაინიშნავენ ახალი ტექნიკის, მასალის, მეთოდის მოკლე აღწერას. ჩაიწერენ ახალ სახელებს, ტერმინებს; ჩაინიშნავენ საშინაო დავალებებს და მომავალი გაკვეთილისთვის საჭირო მასალის ნუსხას. აქვე ჩაწერენ საკუთარ შთაბეჭდილებებს და აზრებს რაიმე მოვლენისა თუ ხელოვნების ნაწარმოების შესახებ, ჩაინიშნავენ შეკითხვებს, გააკეთებენ ჩანახატებს ექსკურსიების დროს, შესაბამისი აქტივობების სავარჯიშოებს.

    

რესურსები

2. ხელოვნების გაკვეთილისთვის განკუთვნილი, სქელი უჯრებიანი რვეული.

 

შენიშვნა

2. დღიურის წარმოება დაეხმარება მოსწავლეებს, დაიმახსოვრონ და შეაფასონ ნანახი  თუ შესწავლილი, ისწავლონ წერა სხვადასხვა მიზნისთვის, შეძლონ აზრების და იდეების წერილობით გამოხატვა, მიაჩვევს მათ ორგანიზებულობას. მასწავლებელმა ხშირად უნდა დაავალოს მოსწავლეებს შთაბეჭდილებების თუნდაც ერთი წინადადებით გამოხატვა. ასეთი დღიურები (იგივე – სავარჯიშო რვეული) მოსწავლეებს პირველი კლასიდანვე შეიძლება ჰქონდეთ წერის შესწავლამდე, ჯერ მხოლოდ სავარჯიშოებს და ჩანახატებს გააკეთებენ და მნიშვნელოვან ჩანაწერებს (დასამახსოვრებელი ტერმინები, სახელები, დავალებები) მასწავლებელი ჩაუწერს.

მასწავლებელმა მოსწავლეებს ხანდახან უნდა დაავალოს მოკლედ, ერთი-ორი წინადადებით საკუთარი მოსაზრების წერილობით ჩამოყალიბება და შემდეგ, სურვილისამებრ, კლასის წინაშე წაკითხვა.