3. ქმნის დეკორატიულ და გამოყენებით ნამუშევრებს (თასები, მძივები, სათამაშოები და სხვ.) სხვადასხვა მასალით (ქსოვილი, მუყაო, მავთული, მეორადი რესურსები)

ტიპური აქტივობა  

3. აქტივობა I. "პაპიე მაშეს დოქი"

(2 გაკვეთილი)


I გაკვეთილი

მოსწავლეები, პლასტმასის ბოთლებს (შამპუნის, კეტჩუპის) შემოახვევენ წებოში დასველებული გაზეთის 2-3 სმ სიგანის და 10-15 სმ სიგრძის ზოლების 4-5 ფენას.

მაშეს დოქი

თუ მოსწავლეებს არსებული ბოთლის ფორმის შეცვლა მოუნდებათ, იმ ადგილას, სადაც დოქს მეტი მოცულობა უნდა ჰქონდეს, დაამატონ დაკუჭული გაზეთების გუნდები, რომლებსაც ზევიდან გააერთიანებენ და ამავე დროს დააწებებენ წებოში  დასველებული გაზეთის ზოლების რამდენიმე ფენით.  მუშაობის დაწყებამდე, დოქის ყელის სასურველი ფორმის მისაღებად შესაძლოა, პლასტმასის ბოთლს პლასტილინით დაეძერწოს ესა თუ ის ფორმა და შემდეგ ყველაფერს ერთბაშად დაეწებოს გაზეთები. სახელური – მავთულის პატარა ნაჭერი - დაიგრიხება და მიეცემა სასურველი ფორმა. შემდეგ მავთულზე დაეხვევა წებოიანი გაზეთის რამდენიმე ფენა. მავთულის ბოლოები წებოიანი გაზეთის ნაკუწებით დაეწებება სასურველ ადგილას.  დოქები შრება რამდენიმე დღის განმავლობაში.

შემდეგ გაკვეთილზე გამშრალი დოქი უნდა შეიღებოს გუაშის საღებავით და მოიხატოს ორნამენტებით.

კავშირი..IV.1-4.

  

რესურსები

3.I. დახეული და დაკუჭული გაზეთები, 10-15 სმ სიგრძის მავთული, წებო. პლასტმასის პატარა ბოთლები, 2-3 ფერის გუაში; ვიზუალური მასალა: ანტიკური ხანის კერამიკის ნიმუშები.

  

შენიშვნა

3.I. ფქვილით მოხარშული წებო: 1ლ. წყალზე 5 – 6 სუფრის კოვზი ფქვილი. 

 

3. აქტივობა II. "თექის მძივები"

შალის ძაფები (ან მატყლი) ოდნავ უნდა დაინამოს და წაესვას მშრალი სარეცხის საპონი.

დანამული და საპნიანი სხვადასხვა ფერის შალის ძაფები ან მატყლი უნდა დაგორგოლავდეს და ხელის გულებით ვატრიალოთ შეთელვამდე. გამზადებული ბურთები უნდა აიკინძოს მძივად (იხ. IV თავი).

კავშირი.. IV.7.,  .. IV.13.

  

რესურსები

3.II. მატყლი ან შალის ნაირნაირი ძაფები, სარეცხის საპონი, წყალი