პანტომიმა

რესურსები

ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.

 

აქტივობის აღწერა

მონაწილეები სხედან მერხებთან ან დგანან წრეში. შეირჩევა პანტომიმისათვის თემა, მაგალითად, ცხოველები, პროფესია და ა.შ. წამყვანი ყურში ჩასჩურჩულებს არჩეული თემებიდან სიტყვას ერთ-ერთ მონაწილეს. მან თავისი მოძრაობებით. ჟესტებით, მიმიკით, სიტყვების გარეშე უნდა გამოსახოს ის სიტყვა, რომელიც ჩასჩურჩულეს, ხოლო დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ ეს სიტყვა. ის მოთამაშე, რომელიც პირველად გამოიცნობს, ხდება წამყვანი.

 

შეფასება

შეფასდება კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული ლექსიკის ცოდნა და მისი გამოყენების, ასევე წარმოსახვა–განსახიერებისა და შემოქმედებითი უნარები.

 

მეთოდური მითითება

ეს თამაში მიზანშეწონილია მხლოდ მას შემდეგ, რაც მასწავლებელი დაამუშავებს მოსწავლეებთან ე. წ. სასაუბრო თემებს, მაგალითად: ტრანსპორტი, შინაური და გარეული ცხოველები, პროფესიები და სხვ.