ნიმუშის მიხედვით ასოს დეტალის გამოწერა.

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება წერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზნები

WordSection1">
  • ანბანის ასოების ამოცნობა;
  • ნატიფი მოტორიკის განვითარება;
  • წერის მიმართულების დაცვა;
  • წერის პროცესის გააზრება.

 


აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.


რესურსები

სავარჯიშოების რვეული, სახელმძღვანელო, კალამი.


აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, გამოწერონ ასოს დეტალები მოცემული ნიმუშის მიხედვით. ამგვარი ნიმუშები, როგორც წესი, მოცემულია მოსწავლის სახელმძღვანელოებსა და სამუშაო რვეულებში.

აქტივობის ხანგრძლივობა: 10-12 წუთი.


შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • საწერ ბადეში ორიენტირება;
  • წერის მიმართულების დაცვა;
  • ნატიფი მოტორული სამუშაოს შესრულება.

 

მეთოდური მითითება

სახელმძღვანელოებსა და რვეულებში ამ ეტაპისათვის წარმოდგენილია აგრეთვე შემდეგი სახის სავარჯიშოები: მითითებული გზის გავლა კალმით/ფანქრით/ცარცით  (მაგ., ”მიიყვანე კაცუნა  ხესთან/ მოხაზე ნახევარრკალი მარცხნიდან მარჯვნივ”); წერტილების შეერთება ნიმუშის მიხედვით, სხვ. ამ ტიპის სავარჯიშოების შესრულება აგრეთვე ხელს უწყობს  ნატიფი მოტორიკის განვითარებას და, ამდენად,  სასარგებლო იქნება მოსწავლეებისათვის.