2. ადეკვატურად შეარჩევს ობიექტის ფერს

ტიპური აქტივობა 

2. აქტივობა "ნატურმორტი" (აპლიკაცია)

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ გარდა ფერწერულისა, ნატურმორტი აპლიკაციის ან კოლაჟის ტექნიკითაც (ქაღალდის გარდა წებდება სხვა მასალაც) შეიძლება გაკეთდეს და აჩვენებს რეპროდუქციებს.

ამის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ აპლიკაციის შესრულებას. ჯერ წვრილად დახევენ ჟურნალის ფერად გვერდებს და ამ ნაკუწებით (სასურველია, ფერად ფონზე*) ააწყობენ ლანგარს – მოსწავლეებმა უნდა წაუსვან წებო და ნაკუწებით ამოავსონ ფურცელზე კონტურით დახატული ლანგრის ფორმა. შემდეგ მოსწავლეებმა ფერადი ქაღალდებისგან უნდა გამოჭრან ხილი (ზოგი - სიმეტრიული, ზოგი - ასიმეტრიული) – ვაშლი, მსხალი, ბანანი, ყურძენი, ბროწეული, ალუბალი, ქლიავი და “დაალაგონ” – დააწებონ ლანგარზე. მასწავლებელი მოსწავლეებს აუხსნის, რომ თუ ფურცელს ორად მოკეცავენ და ისე გამოჭრიან სასურველი ფორმის ნახევარს, ფურცლის გაშლისას მიიღებენ მთლიან სიმეტრიულ ფორმას.

კავშირი: აქტივობა ..I.3-III.

 

რესურსები

2. ჟურნალის ფერადი გვერდები, ფერადი ფურცლები, ფანქარი, მაკრატელი, წებო.

ვიზუალური მასალა: პაბლო პიკასოს, ჟორჟ ბრაკის, კურტ შვიტერსის აპლიკაციები.

  

შენიშვნა

2. *ფერად ფონად შეიძლება ჩვეულებრივი ფერადი ფურცლების გამოყენება ან მათი წინასწარ დამზადება – სველ ფურცელზე საღებავის დაწვეთებით (იხ. I კლასი). ასეთი ფურცლები მზადდება წინასწარ და ინახება სხვადასხვა აქტივობისთვის.