ნაწყვეტის მიხედვით კონტექსტის/ტექსტის რეკონსტრუქცია.

რესურსები

ტექსტის ნაწყვეტი  და სრული ტექსტი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს, კონკრეტული კონტექსტიდან ამოღებულ მოკლე ნაწყვეტს, მაგალითად, დიალოგის ან დისკუსიის ნაწილს, მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან ვარაუდები, აღადგინონ კონტექსტი/ტექსტი: ვინ არიან მოლაპარაკეები, რა ურთიერთდამოკიდებულებაა მათ შორის, რის შესახებ შეიძლებოდა მათ ესაუბრათ, ხმის ტონის, საუბრის ნაწყვეტის შინაარსის, საუბრის სტილის, ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით ინტერპრეტაცია, სად შეიძლება იყვნენ მოსაუბრეები, ოფიციალური დიალოგია თუ მეგობრული. თან ასაბუთებენ, რატომ ფიქრობენ ასე, რა მინიშნებას ეყრდნობიან. ეს შეიძლება იყოს თავაზიანობის გამომხატველი ფორმები/ფამილარული მიმართვები, თავად ტექსტის შიანაარსი და სხვ.

 

შეფასება

შეფასდება ენობრივ-გრამატიკულ ფორმებზე დაკვირვების გზით სხვადასხვა ტიპის ტექსტის ამოცნობის უნარი.

 

მეთოდური მითითება

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთი მოსასმენი ნაწყვეტი არ იყოს ძალიან ნათელი, ანუ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტივობა უინტერესო გამოვა.