6. ქმნის ტანისამოსის, ავეჯის, სხვადასხვა ნივთის ესკიზს

ტიპური აქტივობა

6. აქტივობა "ნაციონალური კოსტიუმები" 

 (3 გაკვეთილი)

  

I გაკვეთილი

მოსწავლეები ათვალიერებენ შესაბამის ვიზუალურ მასალას და ხატავენ ესკიზს თემაზე “ნაციონალური კოსტიუმი”.

II გაკვეთილი

მცირე ზომის ბოთლებზე პლასტილინით ძერწავენ ადამიანის ტორსს (წელამდე) და ღებავენ ღია ფერის (თეთრი, ხორცისფერი) აკრილის ან წებოში არეული გუაშის საღებავით. ბოლოს თოჯინას თავზე დააწებებენ ძაფებს ან ფუჩეჩს.

III გაკვეთილი

გამზადებულ ფიგურას “ჩააცმევენ” - გარშემო დააწებებენ ან დაამაგრებენ ნემსით  და ძაფით სხვადასხვა ფერის და ფაქტურის ნაჭრებს (სასურველია, ესკიზის შესაბამისად), რომლებსაც, თუ საჭიროა, მოხატავენ წებოში  არეული გუაშის საღებავებით.

 

რესურსები

6. ვიზუალური მასალა: ნინო ბრაილაშვილის ეთნოგრაიული კოსტიუმები, გიგო გაბაშვილის ხევსურების კოსტიუმები, სოლიკო ვირსალაძის ქართული ცეკვის ანსამბლის კოსტიუმები.

1/2 სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები.

1,2 ლიტრიანი ბოთლები, პლასტილინი. მავთული, აკრილის ან გუაშის თეთრი, ყვითელი, წითელი საღებავი, წებო, სხვადასხვა ფერის ნაჭრები, მოსართავები, ძაფები ან ფუჩეჩი თმებისთვის, მაკრატელი, ფუნჯი.

 

კავშირი სხვა საგნებთან

6. საზ.მეც.V-­VI.8. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პიროვნებისა და სხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოში;

22." href="http://ncp.ge/ge/curriculum/sazmetsv-vi22/466" target="_blank">საზ.მეც.22." href="http://ncp.ge/ge/curriculum/sazmetsv-vi22/466" target="_blank">V-­VI.22. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებები და განიხილოს შესაძლო მიზეზები.

  

შენიშვნა

6. პლასტილინის თოჯინას ხელები რომ არ მოძვრეს, შუაში ჩააყოლონ მავთული აქტივობა შეიძლება ჩატარდეს რამდენჯერმე სხვადასხვა თემებით – “შუა საუკუნეების სამოსი”, “წვეულება სამეფო კარზე”.