სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ამობეჭდვა4. გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს
აქტივობის აღწერა
4. აქტივობა - ნახატი “ახალი წლის ღამე”
მასწავლებელი წინასწარ აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ ეს ნამუშევარი უნდა გაკეთდეს უკვე ნასწავლი ყველა მასალისა და საშუალების გამოყენებით. მოსწავლეები მოილაპარაკებენ და დაინაწილებენ სახლიდან მოსატან მასალას.
აქტივობას ასრულებს ოთხკაციანი ჯგუფები ერთ საერთო ფურცელზე. ყოველი ჯგუფი მოილაპარაკებს და ამოირჩევს გარემოს – ტყე, მოედანი, სოფელი, ქალაქი, მინდორი, რომელიც უნდა გამოსახონ. მოსწავლეები (ღრუბლით) მოამზადებენ მუქი საღებავებით (ცა - ლურჯი, შავი, იისფერი; თოვლი – თეთრი, ცისფერი) ფონს, რომელზეც ფუნჯით, პასტელით, აპლიკაციით და სხვა მასალით გამოსახავენ ქალაქს, სოფელს, ნაძვის ხეს, ფიფქებს, ვარსკვლავებს, ცხოველებს, ადამიანებს.
კავშირი: ს.გ.II.5-1, 2.; ს.გ.II.6-1; ს.გ.II.6-2.
რესურსები
4. ღრუბელი, ფუნჯი, დიდი ფორმატები (1 ფორმატი 4 მოსწავლეზე), ნებისმიერი მასალა, რომლის ხმარებაც უკვე ისწავლეს: საღებავები, რელიეფური პასტა, პასტელი, აპლიკაცია. ბრჭყვიალა ქაღალდები, წებო, ვარსკვლავების და სხვა მოსართავების დასაწებებლად; მასალა, რომელსაც მოსწავლეები მოიფიქრებენ.