10. უმცროსკლასელებს ეხმარება ზეიმების გაფორმებაში, ინვენტარის შეკეთებაში, კლასის მოწყობაში

ტიპური აქტივობები

10. აქტივობა I. ­ იხ. აქტივობა “საახალწლო მოსართავები”

 

10. აქტივობა II. მუყაოს საათი(როგორ ვიპოვოთ წრეწირის ცენტრი)

მოსწავლეები დაამზადებენ მუყაოს საათებს I – II კლასელებისთვის და ასწავლიან მათ საათის ცნობას.

მოსწავლეები მუყაოს ნაჭერზე დადებენ დიდ თეფშს ან სხვა რაიმე მრგვალ საგანს, ფლომასტერით შემოხაზავენ და გამოჭრიან მრგვალ ფორმას. შემდეგ მუყაოს დაადებენ საშუალო ზომის თეფშს, შემოხაზავენ, გამოჭრიან და ასევე შემოხაზავენ და გამოჭრიან უფრო პატარა მრგვალ ფორმას. მასწავლებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ მოსწავ- ლეებმა ისე გაანაწილონ მუყაოზე გამოსაჭრელი ობიექტები, რომ ყველა კარგად დაეტიოს და ისრების ადგილიც დარჩეს.

მუყაოს დარჩენილ ნაჭრებზე დახატავენ ორ – გრძელ და მოკლე ისარს. ისრები შეიძლება გააფერადდეს როგორც ერთი, ისე სხვადასხვა ფერით. ორივე ისრის ძირი, ანუ ადგილი, რომლითაც საათის დისკოზე უნდა დამაგრდეს, მასწავლებლის დახმარებით უნდა გაიხვრიტოს წვეტიანი საგნით.

 საათის დამზადება მუყაოსგან

მოსწავლეები სამი სხვადასხვა, ღია ტონალობის ფერით, უმჯობესია, პასტელით, რათა მუყაოს გაშრობაზე დრო არ დაიკარგოს) გააფერადებენ ციფერბლატის სამივე წრეს. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს სიტყვა “ცენტრის” მნიშვნელობას, განმარტავს ცნებას და სთხოვს, მოსწავლეებს, თითით აჩვენონ მრგვალ ციფერბლატზე ცენტრი და ძალიან მკრთალად, ფანქრით მონიშნონ ეს ადგილი. შემდეგ სახაზავით გაზომონ ამ წერტილის აქეთ-იქით მანძილი და შეამოწმონ, თუ რამდენად სწორად იპოვეს ცენტრის ადგილი.

შემდეგ მასწავლებელი დაფაზე დახატავს წრეს და აუხსნის მოსწავლეებს, თუ როგორ შეუძლიათ იპოვონ ნებისმიერი ზომის წრეწირის ზუსტი ცენტრი სამკუთხა სახაზავის ან ნებისმიერი სამკუთხა საგნის დახმარებით: ამისთვის საჭიროა სამკუთხა სახაზავი ან ნებისმიერი სამკუთხა საგანი (რომლებსაც ერთი კუთხე მართი აქვთ) და ფანქარი. თუ არ გაქვთ სახაზავი, ჩამოჭერით რვეულის ან სახატავი ფურცლის კუთხე.

დაადეთ სამკუთხა  სახაზავი წრეწირს ისე, რომ მისი  მართკუთხა წვეტი (ან რვეულის ფურცლის კუთხე) წრეწირის ნებისმიერ წერტილს დაემთხვეს.

ფანქრით აღნიშნეთ სახაზავის (ამ კუთხიდან გამომდინარე) გვერდების და წრეწირის გადაკვეთის წერტილები.

მკრთალი ხაზით შეაერთეთ ეს ორი წერტილი და მიიღებთ წრეწირის დიამეტრს – წრფეს, რომელიც შუაზე ჰყოფს წრეწირს.

გაიმეორე 1, 2 და 3 მოქმედება წრეწირის ნებისმიერ სხვა წერტილზე და ააგეთ ახალი დიამეტრი. ორი დიამეტრის გადაკვეთის წერტილი წრეწირის ცენტრი იქნება.

 წრეწირის ცენტრი

მოსწავლეები ამ მეთოდით იპოვიან ცენტრებს თავიანთ წრეებზე. ფლომასტერით მონიშნავენ ცენტრის აღმნიშვნელ წერტილს. ამის შემდეგ, მოსწავლეები დახატავენ საათის ციფრებს და კოპლებს (ერთ წრეზე დაიხატება ციფრები 1-დან 12-მდე. მეორე წრეზე, ყოველი ორი ციფრის შუაში დაიხატება ნახევარი საათის აღმნიშვნელი კოპლები). მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გახვრეტენ ცენტრის ადგილს სამივე წრეზე და ხრახნით და შურუპით დაამაგრებენ ისრებს. შურუპი არ უნდა იყოს მჭიდროდ მოჭერილი, რათა ისრებმა ადვილად იმოძრაონ.

 

რესურსები

10.II. მუყაო, სამი სხვადასხვა ზომის თეფში (ან ნებისმიერი, სამი, ერთმანეთზე მცირე ზომის მრგვალი საგანი), ხრახნი და შურუპი, გუაში ან პასტელი, შავი და წითელი ფლომასტერი, სამკუთხა სახაზავი, უბრალო ფანქარი, პასტელი.

 

კავშირი სხვა საგნებთან

10.II. მათ.VI.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება – პოულობს სიმეტრიის ღერძს და ასაბუთებს პასუხს (მაგ. გადაკეცვით, სარკის გამოყენებით).

 

შენიშვნა

10.II. მასწავლებელს შეუძლია აუხსნას მოსწავლეებს, რომ ნებისმიერი ხაზი, რომელიც წრეწირის ცენტრზე გაივლის, ამ წრეწირს შუაზე გაჰყოფს. ე.ი. ამ ხერხით მოსწავლეებს შეუძლიათ, ადვილად გაჰყონ ციფერბლატი 12 ნაწილად და თანაბრად გაანაწილონ ციფერბლატზე დასახატი ციფრების და კოპლების ადგილები.

ციფერბლატის გართულებული ვარიანტი – უკნიდან სკოტჩით უნდა დაუმაგრდეს მუყაოს ფეხი.

მუყაოს საათი