მოსწავლეს შეუძლია სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის დახასიათება, მის სიჩქარეზე მსჯელობა

WordSection1">

აქტივობა 1.

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს  სხვადასხვა  სხეულის ტრაექტორიების აღწერა და შედარება.


რესურსები

დიდი  ზომის ისრებიანი საათი (წამების  მაჩვენებელი ისარიც რომ ჰქონდეს), ძაფზე ჩამოკიდებული რკინის სხეული (მაგ. გასაღები), სურათები სხვადასხვა მოძრავი სხეულის გამოსახულებებით (თვითმფრინავი, ველოსიპედი, გასროლილი ბურთი, კარუსელი, მოძრავი ავტომობილი, სათამაშო ატრაქციონი), ფურცლები (A4 ფორმატის, ჯგუფზე თითო ცალი).

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს  ისრებიან კედლის საათს და მიმართავს კლასს:

- გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ წამების მაჩვენებელი ისრის წვერის მოძრაობას და აღწერეთ  მისი  მოძრაობის ტრაექტორია (წრიული).

- ვის შეუძლია კიდევ, დაასახელოს სხეულები, რომლებიც ასეთი ტრაექტორიით მოძრაობენ? (მაგ. კარუსელი, ბორბალი, მთვარე).

შემდეგ ერთ-ერთ მოსწავლეს მასწავლებელი სთხოვს ქანქარის (მაგ. ძაფზე ჩამოკიდებული გასაღების) მოძრაობის დემონსტრი- რებას და მიმართავს კლასს:

- როგორი ტრაექტორიით მოძრაობს ეს ქანქარა? რომელი სხეული მოძრაობს ანალოგიური ტრაექტორიით?  (მაგ. საქანელა).

შემდეგ მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად, ურიგებს სხვადასხვა სხეულს (ბურთი, სათამაშო ავტომობილი, ქაღალდის ჩიტი და ა. შ.) და სთხოვს ამ საგანთა ამოძრავებას და თითოეული მათგანისთვის სქემატურად, ფურცელზე მათი მოძრაობის ტრაექტორიის გამოსახვას. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მათ მიერ სქემატურად გამოსახულ ტრაექტორიებს. მასწავლებელი ყველა წარმოდგენილ ფურცელს გამოაკრავს დაფაზე და სათითაოდ განიხილავენ ყველა სხეულის ტრაექტორიას (მაგ. ჯერ გასროლილი ბურთი: ყველა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ფურცელზე როგორ არის აღწერილი გასროლილი ბურთის მოძრაობა, თითოეული ჯგუფი დაასაბუთებს თავის მოსაზრებას). მასწავლებელი ყველას აძლევს საშუალებას, გამოთქვან აზრი როგორც  საკუთარი, ისე სხვის მიერ დასახელებული  მაგალითების შესახებ  და შემდგომ აჯამებს შედეგებს.

  

რეკომენდაციები მასწავლებლებს

http://www.learnerstv.com/animation/animation.php?ani=28&cat=physics  

http://www.learnerstv.com/animation/animation.php?ani=26&cat=physics

http://www.learnerstv.com/animation/animation.php?ani=32&cat=physics

http://www.learnerstv.com/animation/animation.php?ani=33&cat=physics

 

საკითხის მოკლე აღწერა

მოძრაობა სამყაროს დამახასიათებელი თვისებაა. სამყარო განუწყვეტელ, მუდმივ მოძრაობაშია. მოძრაობა მრავალი სახისაა: ცოცხალი ორგანიზმები იბადება, იზრდება, კვდება; ნივთიერება წარმოიქმნება და იშლება, დედამიწა და პლანეტები მზის გარშემო მოძრაობენ და სხვა. სხვადასხვა სახის მოძრაობათა შორის უმარტივესია მექანიკური  მოძრაობა. იმისთვის,

რომ დავადგინოთ, მოძრაობს თუ არა სხეული, აუცილებელია ამ სხეულის მდებარეობის ცვლილება განვიხილოთ რაიმე სხვა სხეულის მიმართ  (მაგალითად, სკოლის, სახლის), რომელსაც ათვლის სხეულს უწოდებენ. ათვლის სხეულად შეიძლება მივიჩნიოთ ნებისმიერი სხეული. მოცემული სხეული ერთი

ათვლის სხეულის მიმართ  შეიძლება იყოს უძრავი, ხოლო იგივე სხეული მეორის მიმართ - მოძრავი. მაგალითად, სახლი დედამიწის მიმართ უძრავია, მაგრამ მზის მიმართ დედამიწასთან ერთად მოძრაობს.

მოძრაობისას სხეული ყოველთვის რაღაც წირს აღწერს, რომელსაც ტრაექტორია ეწოდება. მაგალითად, ღამით ვარდნისას მეტეორი ხილულ ტრაექტორიას, მნათ კვალს ტოვებს ცაზე. ტრაექტორიის სახის მიხედვით, განასხვავებენ წრფივ და მრუდწირულ მოძრაობას.

იმ ტრაექტორიის სიგრძეს, რომელზეც სხეული მოძრაობს დროის რაიმე შუალედის განმავლობაში, დროის ამ შუალედში განვლილი მანძილი ეწოდება. განვლილი მანძილის გასაზომად გამოიყენება სიგრძის ერთეულები: სანტიმეტრი, მეტრი, კილომეტრი.

თუ სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ტოლ მანძილებს გადის, მაშინ ამბობენ, რომ იგი მოძრაობს თანაბრად. თანაბრად მოძრავი სხეულის სიჩქარე რომ განვსაზღვროთ, საჭიროა სხეულის მიერ დროის რაიმე შუალედში გავლილი მანძილი გავყოთ ამ დროზე. სიჩქარის ერთეულებია მ/წმ, კმ/წმ, კმ/სთ და ა.შ.

პრაქტიკაში უფრო ხშირად გვხვდება შემთხვევა, როდესაც სხეული დროის ტოლ შუალედში ტოლ მანძილებს არ გადის, ანუ  არათანაბრად მოძრაობს. ამ დროს გამოიყენება სიჩქარის განსაზღვრის იგივე წესი,  ოღონდ განვლილი მანძილის შეფარდებას დროსთან ამ შემთხვევაში საშუალო სიჩქარე ეწოდება.