მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობის და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე

აქტივობა:  “გზის გაკვლევა ოკეანეში

მიზანი

მოსწავლეებმა, ექსპერიმენტის შედეგების ანალიზის გზით, შეძლონ, დაასკვნან ორიენტირებაში ჰორიზონტის  მხარეების ცოდნის აუცილებლობა. შეძლონ ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეების განსაზღვრა, პრაქტიკაში ამ ცოდნის გამოყენება.

 

რესურსები

წყლიანი მრგვალი თასი, სათამაშო  გემი, წებოვანი ფურცლები მიმართულებების წარწერით, სქემატური ნახატები და დავალებების ფურცელი ჯგუფებში დასარიგებლად, ფერადი ფანქრები.

 

მიმდინარეობა

  • გონებრივი იერიში

მასწავლებელი დასვამს კითხვებს:

- თქვენი აზრით, როგორ იგნებენ გზას მოგზაურები სხვადასხვა გარემოში? (სავარაუდო  პასუხი: იციან, რომელი მიმართულებით იარონ).

- როგორ  ფიქრობთ, გზის გასაგნებად საკმარისია  მიმართულებების – წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ – ცოდნა?

იმის დასამტკიცებლად, რომ გზის გაგნებისთვის მხოლოდ ჩამოთვლილი მიმართულებების ცოდნა არასაკმარისია, მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ექსპერიმენტის ჩატარებას.

  •  ექსპერიმენტი ¹1

სათამაშო პატარა გემს ვათავსებთ საშუალო ზომის წყლით სავსე მრგვალ თასში. მასწავლებელი დაატრიალებს გემს თასის (“ოკეანის”) ცენტრში. როცა გემი გაჩერდება, მასწავლებელი  დასვამს კითხვას: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ  ხართ ამ გემის  კაპიტანი და გაშლილ ოკეანეში გზა უნდა გაიკვლიოთ. სად იქნება ამ გემისათვის მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან? პასუხების მიღების შემდეგ მასწავლებელი თასის კიდეებზე დააწებებს წებოვან ქაღალდებს მიმართულების აღმნიშვნელი სიტყვების წარწერებით –  მოსწავლეების მიერ აღმოჩენილი მიმართულებების შესაბამისად.

ამის შემდეგ გემს ისევ დაატრიალებს და გემის გაჩერების შემდეგ მოსწავლეებს სთხოვს მიმართულებების გარკვევას და სათანადო ფურცლების მიწებებას თასის კიდეზე. ორი დატრიალების შედეგად მიმართულებების აღმნიშვნელი ფურცლები სხვადასხვა ადგილას აღმოჩნდება.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ დაიწყება შედეგების გაანალიზება. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, იმსჯელონ, რატომ მოხდა ასე, რატომ იცვლება  მიმართულებები?

WordSection1">

მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გამოიტანენ დასკვნას, რომ უცნობ გარემოში მოგზაურობისას, გზის გაგნებისთვის მხოლოდ მიმართულებების – წინ, მარჯვნივ, მარცხნივ,უკან – ცოდნა არასაკმარისია. საჭიროა ჰორიზონტის მხარეების ცოდნა. ამის შემდეგ  მასწავლებელი უხსნის: გაშლილ სივრცეში გვეჩვენება, თითქოს ჰორიზონტის ხაზი ჩვენ გარშემო წრეს ქმნის (სათამაშო გემისთვის ეს თასის კიდეებია). ამ წრეში ვარჩევთ ოთხ ძირითად მიმართულებას. მასწავლებელი დაფაზე წერს ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეების სქემას. ჰორიზონტის მხარეების გარჩევა კი კომპასის საშუალებით ხდება.

  •  პრაქტიკულ სამუშაო

ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ურიგებს  სქემატურ ნახატს, რომლის ცენტრში გამოსახულია გემზე  დამაგრებული ჰორიზონტის  ძირითადი და შუალედური მხარეების ამსახველი სქემა (სურ. 1) და დავალებების ფურცელი (დავალება 1). დავალებების ფურცელში წერია, ჰორიზონტის მხარეების მიხედვით, სად მდებარეობს დასახელებული კუნძული. ჯგუფებს აძლევს დავალებას: წაიკითხონ დავალებები და საჭირო ადგილას ჩახატონ მითითებული ობიექტი.

ცხრილებთან მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებენ პრეზენტაციას.

 

კავშირი რეალურ ცხოვრებასთან

რუკაზე და გეგმაზე განსაზღვრავენ ობიექტების მდებარეობას ჰორიზონტის მხარეების მიმართ.

 

კავშირი სხვა საგნებთან

ქართ.V.2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორ ციელება.

ქართ.V.5. მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.

  

რეკომენდაციები მასწავლებლებს

ჯგუფებში დასარიგებელი მასალა

WordSection1">

 

სურ. 1

 

 მხარეების სქქმა 

 

დავალება 1

  • ჩახატე კუნძული “მზიანი”, რომელიც გემიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს.
  • ჩახატე კუნძული “ქოქოსი”, რომელიც გემიდან სამხრეთით მდებარეობს.
  • ჩახატე კუნძული “რობინზონ კრუზო”, რომელიც გემიდან სამხრეთ–დასავლეთით მდებარეობს.

  

რეკომენდაციები მშობლებს

ზაფხულის არდადეგებზე ქალაქგარეთ გასეირნებისას, ლაშქრობასა თუ აგარაკზე გამგზავრებისას, გარემოში ორიენტირებისთვის, ბავშვთან ერთად გამოიყენეთ კომპასი. ერთად განსაზღვრეთ იმ გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა, სადაც მიემგზავრებით, განარჩიეთ ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეები. მოძებნეთ რუკაზე თქვენი აგარაკი თუ სოფელი და განსაზღვრეთ დედაქალაქიდან მისი  მდებარეობა ჰორიზონტის მხარეების მიხედვით.