მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებისა და ნარევის ერთმანეთისგან განსხვავება, ნარევის კომპონენტებად დაყოფის მეთოდების გამოყენება

აქტივობა 1. ” ნარევების დაყოფა

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს ნარევების კომპონენტებად დაყოფა.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი განმარტავს ნარევის მნიშვნელობას, მოჰყავს მაგალითები ყოველდღიურობიდან და კლასის წინაშე ასრულებს პრაქტიკულ სავარჯიშოებს:

  1. იღებს ცარცის ფხვნილს და ურევს რკინის ფხვნილში;
  2. იღებს სპირტს და ურევს წყალს;
  3. იღებს წყლიან ჭიქას და მასში ყრის მარილს/შაქარს;
  4. იღებს წყლიან ჭიქას და მასში ყრის ცარცს.

სთხოვს მოსწავლეებს ოთხივე ნარევის დახასიათებას, კერძოდ - რა აგრეგატულ მდგომარეობაში იყო შერეული ნივთიერებები და როგორია ნარევი აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით. მოსწავლეები ახასიათებენ საწყის ნივთიერებებს:

  1. მყარი და მყარი;
  2. თხევადი და თხევადი;
  3. თხევადი და მყარი;
  4. თხევადი და მყარი.

1. ცარცის და რკინის ფხვნილის ერთმანეთისგან დასაშორებლად იყენებს მაგნიტს.

მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივი მსჯელობით (მასწავლებელი აძლევს მიმართულებას) ასკვნიან, რომ ამ ნარევის კომპონენტებად დაყოფას საფუძვლად დაედო მასში შემავალი ერთ-ერთი ნივთიერების თვისება (რკინას იზიდავს მაგნიტი).

2. მარილიან წყალს ათავსებს ქიმიურ ჭიქაში, დგამს შტატივზე და სპირტქურაზე ადუღებს; იგი აორთქლდება და მარილის  ნაფიფქი  დარჩება ჭიქის   კედლებსა  და ფსკერზე;

3. ცარციან წყალს ფილტრავს; იღებს ფილტრის ქაღალდს, კეცავს ოთხად და ათავსებს ძაბრში. ძაბრს დებს ჭიქაში და ნელ-ნელა ასხამს ცარციან წყალს. ფილტრზე რჩება ცარცი. მეორე ჭიქაში კი სუფთა წყალი გადის.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს წყლის მაცივრით გამოხდის მეთოდის დემონსტრირებას შემდეგი ინსტრუქციის შესაბამისად:

თხევად ნივთიერებას ასუფთავებენ გამოხდის მეთოდით. გამოხდა ანუ დისტილაცია გულისხმობს თხევადი ნივთიერების ადუღების შედეგად წარმოქმნილი ორთქლის კონდენსაციას, რომელიც დის- ტილატის სახით მიიღება.

ავაწყოთ  ხელსაწყო, რომელიც შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

1. ვიურცის კოლბა, 2. თერმომეტრი, 3. წყლის მაცივარი, 4. ალონჟი (კონუსური მილაკი, რომელიც მიმღებ კოლბას აქვს მიმაგრებული), 5. მიმღები კოლბა.

ხელსაწყო კოლბებისგან

კოლბაში ნივთიერების ადუღების შედეგად წარმოქმნილი ორთქლი გვერდითი მილის საშუალებით წყლის მაცივარში გადადის. აქ იგი კონდენსირდება და სუფთა ნივთიერება ალონჟის საშუალებით ჩაედინება მიმღებ კოლბაში. მინარევები კი რჩება გამოსახდელ კოლბაში.

  

კავშირი რეალურ ცხოვრებასთან

ნარევის კომპონენტებად დაყოფა  ყოვედღიურ ცხოვრებაშიც საჭიროა. მაგ. სპირტის გამოხდა, ფქვილის გაცრა  და სხვ.

 

უსაფრთხოება

თუ მასწავლებელი ანდობს მოსწავლეებს ამ ცდის ჩატარებას, უნდა მიუთითოს, რომ სპირტქურის გამოყენებისას უსაფრთხოების წესის დაცვაა აუცილებელი.