მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებების აღწერა და მათი ცვლილებების შესახებ მსჯელობა

აქტივობა 1. “ნივთიერების  თვისებები

 

მიზანი

კვლევის მიზნით  მოსწავლემ შეძლოს დაკვირვების წარმოება  ნივთიერების ფიზიკურ თვისებებზე.

 

რესურსები

სხვადასხვა ნივთიერების ნიმუშები, ცხრილი მონაცემთა შესატანად, ფლომასტერები.

 

მიმდინარეობა

 

ეტაპი 1.

მასწავლებელი კითხვით მიმართავს მოსწავლეებს

-    ჩამოთვალეთ   ის   ნივთიერებები, რომლებსაც  ყოფაცხოვრებაში ხშირად იყენებთ.

მოსწავლეები ასახელებენ მათთვის ნაცნობ ნივთიერებებს.  მასწავლებელი აფიქსირებს დაფაზე:

ცარცი, შაქარი, მარილი, წყალი, ზეთი, სპირტი, ნახშირი, გრაფიტი, რკინა, ვერცხლი, ალუმინი, მინა და ა.შ.

შემდეგ მასწავლებელი დაფაზე  ხაზავს ცხრილს და ჩამოთვლილ ნივთიერებებს მოსწავლეები აჯგუფებენ აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით

 ნივთიერებები

მასწავლებელი  მოსწავლეებს აცნობს  იმ თვისებებს, რომელთა მიხედვითაც ახასიათებენ ნივთიერებებს და აზუსტებს - აგრეგატული მდგომარეობა ერთ-ერთია ამ თვისებებს შორის. შემდეგ აცნობს თვისებების ჩამონათვალს:

  • სუნი
  • ფერი
  • წყალში ხსნადობა
  • წვა
  • ბზინვა
  • და ა.შ.

დაფაზე წერს ნივთიერება ოქროს და ახასიათებს მას:

 ოქროს დახასიათება

შემდეგ კლასს ჰყოფს ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ურიგებს სხვადასხვა ნივთიერების 2-2 ნიმუშს   და ცხრილს მონაცემთა  შესატანად:

1.  რკინა, ზეთი;

2.  შაქარი, ნახშირი;

3.  წყალი, შაქარი;

4.  ვერცხლი, სპირტი;

5.  ალუმინი, ცარცი.

მოსწავლეთა ჯგუფები დაკვირვების საფუძველზე ავსებენ ცხრილებს და წარმოადგენენ მათ.

 ნივთიერებების დახასიათება

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეთა ჯგუფებს ერთი ნივთიერების შერჩევას, რომელსაც იყენებენ ყოფა-ცხოვრებაში და ნივთიერების იმ თვისების დასახელებას, რის გამოც იყენებენ მას. მაგალითად: შაქარი - ტკბილია და  წყალში ხსნადია,  რკინა - წყალში უხსნადია და მაგარი, ნახშირი - იწვის, მარილი - მლაშე და წყალში ხსნადია  და ა.შ.

 

ეტაპი 2.

მასწავლებელი მოსწავლეთა ჯგუფებს ავალებს საპრეზენტაციო მასალის მომზადებას ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების/წყალი, ჟანგბადი, ნახშირორჟანგი/შესახებ; პრეზენტაცია მოამზადონ შემდეგი სქემის  მიხედვით:

1. დასახელეთ ნივთიერება;

2. დაახასიათეთ ეს  ნივთიერება,  აღწერეთ მისი  თვისებები;

3. იმსჯელეთ ამ ნივთიერების სასიცოცხლო დანიშნულებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი  გამოყენების არეალზე;

4. წარმოადგინეთ ფოტო ან სხვა თვალსაჩინო მასალა.

პრეზენტაციების შემდეგ  მასწავლებელმა, სასურველია, მისცეს მოსწავლეებს ერთმანეთის  მიერ წარმოდგენილი საპრეზენტაციო მასალების შეფასების საშუალება.

 

შენიშვნა

ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ნივთიერებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები სწორად მიაკუთვნონ ფიზიკურ ან ქიმიურ მოვლენას და სწორად ესმოდეთ, რატომ არის წყლის აგრეგატული მდგომარეობის ცვლილება ფიზიკური და არა ქიმიური მოვლენა.

 

შენიშვნა:

მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეების ურთიერთშეფასების პოზიტიური და კონსტრუქციული ფონი თითოეული მოსწავლის ადექვატური თვითშეფასების განმტკიცებისა და კლასში ჯანსაღი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შენარჩუნების მიზნით. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლო ბულინგი სწორედ ამ ასაკში ძლიერდება.

 

WordSection1">

უსაფრთხოება

ცდის ჩატარებისას მოსწავლეებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები, რომლებსაც მათ მასწავლებელი გააცნობს. სწავლების ამ ეტაპზე მასწავლებელი მიუთითებს, უსაფრთხოების რომელი წესი უნდა დაიცვან მოსწავლეებმა ამა თუ იმ ცდის ჩატარებისას. მოცემული აქტივობა მოითხოვს სპირტქურის უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნას. აგრეთვე, თერმომეტრთან ფრთხილად მოპყრობას. მასწავლებელს მზად უნდა ჰქონდეს გოგირდის ფხვნილი, რათა თერმომეტრის გატეხვის შემთხვევაში, მოაყაროს დაღვრილ ვერცხლისწყალს და გააუვნებლოს ის. ამ დროს წარმოიქმნება ვერცხლისწყლის სულფიდი, რომელიც, ვერცხლისწყლისგან განსხვავებით (რომელიც მომწამლავი ნივთიერებაა  და მისი  ჩასუნთქვა უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე), არ არის საშიში ნივთიერება.

 

აქტივობა 2.  “ნივთიერების ცვლილება

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს ცდის ჩატარება და მისი   შედეგების გაანალიზება

 

რესურსები

სპირტქურა ან მშრალი სპირტი სადგამით,  კვარცის ჭიქა ყინულით,  თერმომეტრი – 50 C –დან 1000 C დიაპაზონში, შტატივი, წამმზომი, ფლიპჩარტი, ფლომასტერი.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი ატარებს  ორ  სადემონსტრაციო ცდას. პირველი ცდა ნივთიერების ფიზიკურ ცვლილებას შეეხება,  მეორე - ქიმიურს. მოსწავლემ  უნდა შეძლოს ამ ცვლილებების გამომწვევი მიზეზების გაანალიზება.

 

ცდა 1 - აგრეგატული მდგომარეობის ცვლილება - (მე-5კლასში ჩატარებული ექსპერიმენტი). ქვემოთ მოცემულია ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც ჩატარდა ცდა მეხუთე კლასში.

ცდის  ინსტრუქცია:

მასწავლებლის  მაგიდაზე დადგით სპირტქურა და კვარცის ჭიქა, დაახლოებით, –50C ტემპერატურის ყინულის ნატეხებით. მაგიდასთან გამოვიდეს მოსწავლეთა ერთი წყვილი, გაზომონ ყინულის ტემპერატურა  და ცდის შედეგები შეიტანონ  ფლიპჩარტზე დახაზულ ცხრილში. შემდეგ ყინულიანი ჭიქა მოათავსეთ სპირტქურაზე, მასში ჩაშვებული თერმომეტრი დაამაგრეთ შტატივზე. შემდეგ ერთი წუთის ინტერვალით გამოვიდნენ  სხვა წყვილები, აიღონ ანათვალი  და  შედეგები შეიტანონ ცხრილში და ა. შ. ანათვლების აღება იმავე ინტერვალით გააგრძელეთ წყლის ადუღების შემდეგაც (4–5 ანათვალი).აორთქლების პროცესში, ცდის დასასრულს, მასწავლებელი ჭურჭიდან ამოსულ ორთქლს უახლოვებს ფოლადის კოვზს და შემდეგ კოვზს უჩვენებს კლასს:

- რას ვამჩნევთ? (მასზე წყლის წვეთები გაჩნდა).

- რა ეწოდება ამ პროცესს? ( კონდენაცია).

ცდის შედეგების გასაანალიზებლად, მასწავლებელი სვამს კითხვებს:

- როგორ იცვლება ყინულის ტემპერატურა გაცხელებისას? (იზრდება).

- როდის არ შეიცვალა ტემპერატურა? (ყინულის დნობის და წყლის აორთქლების პროცესში).

- რა მოხდება, თუ ჭურჭელს გადმოვიღებთ სპირტქურიდან? (გაცივებას დაიწყებს).

- რა მოხდება, თუ ყინულიან ჭურჭელს დავდგათ მაგიდაზე და არა სპირტქურაზე? გადნება თუ არა ყინული? (გადნება, მხოლოდ უფრო მეტი დრო დასჭირდება).

- აორთქლდება თუ არა წყალი გაცხელების გარეშე? (წყალი აორთქლდება, მაგრამ უმნიშვნელოდ, ეს შეუმჩნეველი იქნება).

მასწავლებელი აღნიშნული ცდის გახსენების ან განმეორებით ჩატარების შემდეგ, კლასს მიმართავს შეკითხვით - რა იწვევს წყლის აგრეგატული მდგომარეობის  ცვლილებას?(ტემპერატურის ცვლილება).

 

ცდა 2 - ორი ნივთიერების შერევა

მასწავლებელი იღებს 4  ქიმიურ ჭიქას, ფლომასტერით აკეთებს წარწერებს: 1. წყალი, 2. სპირტი, 3. სოდა, 4. ძმარი, ჭიქებში ათავსებს შესაბამის ნივთიერებებს. ცდის დაწყებამდე ფლირჩარტზე ხაზავს ცხრილს ცდის შედეგების შესატანად:

ნივთიერებების შერევა

ერთმანეთში თანმიმდევრობით  ურევს სხვადასხვა ნივთიერებას; მაგალითად:

WordSection1">

1.  სპირტი და წყალი;

2.  სპირტი და სოდა;

3.  ძმარი და წყალი;

4.  ძმარი და სოდა.

მოსწავლეებს კი ფლიპჩარტზე შეაქვთ ცდის შედეგები ანუ რა ნიშნები შენიშნეს ორი ნივთიერების შერევის პროცესში?

ცდის შედეგი

მასწავლებელი აღნიშნავს -  ოთხივე შემთხვევაში  ნივთიერებები შეერივნენ ერთმანეთს, მაგრამ მეოთხე შემთხვევისას გამოვლენილი ნიშნები ამ ორი ნივთიერების ქიმიურ ცვლილებაზე მიუთითებს. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ნიშნებს, რომლებიც ქიმიურ მოვლენათა ამოცნობაში დაეხმარებათ.

1.  ფერის ცვლილება/სახამებლის გამოცნობა იოდით;

2.  ნალექის გამოყოფა;

3.  ხმაური;

4.  აირის გამოყოფა;

5.  ნალექის გახსნა;

6.  აალება;

7.  სითბოს გამოყოფა.

შემდეგ მასწავლებელი ასახელებს რამდენიმე მოვლენას, რომლებიც მოსწავლეებმა ან ფიზიკურ, ან  ქიმიურ მოვლენას უნდა მიაკუთვნონ.

1.  შეშის წვა;

2.  ბუნებრივი აირის წვა;

3.  სანთლის წვა;

4.  წყლის ადუღება;

5.  წყლის აორთქლება;

6.  მინის  ჭუჭლის დამსხვრევა.