მონაწილეობს თამაშებში, კლასის ზეიმში, თემატურ ღონისძიებებში

ტიპური აქტივობები

აქტივობა: ,,ინტერვიუ’’.

მასწავლებელი გაკვეთილის თემად ასახელებს ინტერვიუს. გაკვეთილი იწყება თამაშით  -,,ინტერვიუ’’. ერთ-ერთი მოსწავლე აიღებს ინტერვიუს თანაკლასელებისაგან. ინტერვიუს თემა, ცხადია, მუსიკაა. ამისათვის მან წინასწარ უნდა მოიფიქროს საკითხი, რის შესახებაც ესაუბრება მეგობრებს. კითხვები ზოგადი სახის უნდა იყოს და შეეხებოდეს მუსიკას. მაგალითად,

გიყვართ თუ არა მუსიკა? 

ხშირად უსმენთ  მუსიკას? 

როგორი სიმღერები მოგწონთ? 

დაასახელეთ თქვენი საყვარელი სიმღერა, მომღერალი და ა. შ.


რესურსები

სათამაშო  მიკროფონი


შენიშვნა

თვალსაჩინოებისთვის კარგი იქნება, თუ მასწავლებელი წინასწარ ჩამოართმევს ინტერვიუს ერთ-ერთ მოსწავლეს. 

თემატური თამაშები განსაკუთრებით სასარგებლო და საჭიროა პირველი-მეორე კლასის მოსწავლეებისათვის.


ეს აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ მუს.1.3. შედეგის 2. ინდიკატორის მიმართ.