მონაწილეობს კლასის სპექტაკლში, კარნავალში

ტიპური აქტივობები

მოსწავლეები ემზადებიან კლასის სპექტაკლისათვის, ამისათვის მიმართავენ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას “იავნანამ რა ჰქმნა?”. შეირჩევიან მსახიობები, რეჟისორი, დრამატურგი (რომელიც, მასწავლებლის დახმარებით, პიესის სახით დაწერს ი. გოგებაშვილის მოთხრობის ცალკეულ ეპიზოდებს,), მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი (რომელიც ჯ. და ვ. კახიძეების დაწერილ მუსიკას გამოიყენებს) და სხვა დამხმარე პერსონალი.


რესურსები

კლასის სპექტაკლის ჩასატარებლად საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ნივთი.