მონაწილეობს და ესწრება სკოლის საანგარიშო კონცერტს

ტიპური აქტივობები

მოსწავლეები ემზადებიან სკოლის კონცერტისათვის. ამისათვის, იქმნება მოსწავლეთა ჯგუფები:

  1. ჯგუფი,  რომელიც კონცერტის პროგრამის შექმნაზე იზრუნებს;
  2. ჯგუფი,   რომელიც   შემსრულებლის (მსახიობის) როლში წარდგება;
  3. ჯგუფი,  რომელიც საკონცერტო ნომრების მომზადებასა  და შესრულების ხარისხზე აგებს პასუხს;
  4. ჯგუფი, რომელიც   კონცერტისათვის საჭირო რესურსებს მოიპოვებს;
  5. მოსწავლე-რეჟისორს დაევალება შემსრულებელთა სცენაზე  მუშაობის ორგანიზება;      
  6. მხატვარი მსახიობთა ჩაცმულობაზე და სცენის მოწყობაზე იზრუნებს;
  7. კონფერანსიე კონცერტის  მსვლელობას გაუძღვება.


რესურსები

სკოლის კონცერტის ჩასატარებლად საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ნივთი.