3. აღწერს ნაწარმოების შინაარსს

ტიპური აქტივობა

3. აქტივობა "მოიფიქრე სათაური" 

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა სიუჟეტურ კომპოზიციას და სთხოვს მათ ნაწარმოებისთვის სათაურის მოფიქრებას. მოსწავლეები აღწერენ ნაწარმოებების სიუჟეტს და შინაარსიდან გამომდინარე, მოიფიქრებენ სათაურების საკუთარ ვარიანტებს. საკუთარი ნამუშევრის შექმნისას  მოსწავლემ უნდა გაიაზროს თავისი ნამუშევრის შინაარსი, შესაფერისი სათაური შეურჩიოს მას და დააწეროს ფურცლის უკანა მხარეს, თავის სახელთან ერთად.

ეს აქტივობა აიძულებს მოსწავლეებს, ყურადღებით შეისწავლონ, უკეთ გაიაზრონ საკუთარი და სხვისი ნაწარმოები.

კავშირი: III.3.­-4, III.4.–4. და III.5.

   

რესურსები

3. პიტერ ბრეიგელის, ანა მარი რობერტსონ მოზესის (Grandma Moses) ნამუშევრები: (იხ. დანართი).

 

კავშირი სხვა საგნებთან

3.  ქართ.III.10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება – ინდიკატორი 2.