მოძრავ ანბანში შესასწავლი ასოს მოძებნა და ფანქრით შემოხაზვა.

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება წერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის  მიზნები

  • ანბანის ასოების ამოცნობა;
  • ნატიფი მოტორიკის განვითარება;
  • წერის პროცესის გააზრება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

საანბანო ლოტო/მოძრავი ანბანი, ანქარი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოძებნონ საანბანო ლოტოში ან მოძრავ ანბანში ის ასო, რომელსაც იგი დაასახელებს. ამ სამუშაოს შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ 3-5 წუთი. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მოძებნიან მასწავლებლის მიერ დასახელებულ ასოს, მათ ფანქრით, ხელის სწორი მოძრაობით უნდა შემოხაზონ იგი. ეს პროცედურა ხუთჯერ-ექვსჯერ შეიძლება განმეორდეს.

აქტივობის საერთო ხანგრძლივობა 10 წუთს  არ უნდა აღემატებოდეს.

 

შეფასება

 აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ასოების ამოცნობა;
  • წერის პროცესის გააზრება, მისი ძირითადი პრინციპების  (ხელის სწორი მოძრაობა, შესაბამისი მიმართულების დაცვა) ათვისება.