მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.

აქტივობის აღწერა

  • არეულად მოცემული ეპიზოდების/ნაწყვეტების დალაგებას ლოგიკური თანმიმდევრობით;
  • ტექსტის დაყოფას შინაარსობრივად დასრულებულ ნაწილებად;  
  • ტექსტის ნაწილების დასათაურებას;
  • ტექსტში  “გამოტოვებული”  (ავტორის  მიერ  ნაგულისხმევი)  ეპიზოდების აღდგენას;
  • ეპიზოდის შინაარსის  გადმოცემას სიტყვათა გარკვეული რაოდენობით;
  • წაკითხული ნაწარმოების სქემატური მონახაზის შექმნას;
  • მოვლენათა ჯაჭვის შექმნას მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპით;
  • ინფორმაციის დახარისხებას ფაქტების, ვარაუდებისა და თვალსაზრისების ცხრილში;
  • ნაწარმოების შინაარსის  გადმოცემას  პერსონაჟის  ან რომელიმე ნივთის/საგნის პირით;
  • სხვ.

 

რეკომენდაციბი მასწავლეებს

გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დაწყებითი საფეხურის დასრულებისთვის მოსწავლეს უკვე თავისუფლად უნდა შეეძლოს ასაკის შესაბამისი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება არა მხოლოდ ტექსტის, არამედ კონტექსტის დონეზეც.