4. დადის მიზეუმებსა და გამოფენებზე

ტიპური აქტივობა   

ეს აქტივობა კავშირშია ამავე შედეგის მე-5 ინდიკატორთან. 

4, 5. მოსწავლე იცნობს საზოგადოებრივი და კულტურული ფუნქციის მქონე დაწესებულებებში ქცევის წესებს და ასრულებს მათ. მუზეუმში ან გამოფენაზე წაყვანამდე მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საზოგადოებრივი და კულტურული ფუნქციის მქონე დაწესებულებებში ქცევის წესებს, უყვება კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ ყოველი ჩვენგანისა და ქვეყნისთვის, უხსნის, როგორ უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ მას. მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან მოსაზრებები, გაავრცონ მასწავლებლის ნათქვამი და მოიყვანონ მაგალითები.