3. მსჯელობს ხელოვნების ნიმუშებში ასახულ ისტორიულ თუ ლიტერატურულ პერსონაჟებზე და საუბრობს მათ ხასიათზე

ტიპური აქტივობა

3. აქტოვობა მე მქვია...”

მოსწავლეები იხსენებენ განვლილ მასალას და ასახელებენ მათთვის ცნობილ ნაწარმოებებს, სადაც გამოსახულია ისტორიული, მითოლოგიური და ლიტერატურული გმირები. ისინი ირჩევენ გამოსახულ პერსონაჟებს და მსჯელობენ, როგორ არიან გამოსახულნი, რა იციან მათ შესახებ  და რატომ აინტერესებთ ისინი. შემდეგ მოსწავლეები წერენ მოკლე მოთხრობას ამ პერსონაჟის სახელით, რომელიც იწყება სიტყვებით “მე მქვია...” და კითხულობენ ნამუშევარს კლასის წინაშე. მოსწავლეები ირჩევენ გამოსახულ პერსონაჟებს და წერენ მოკლე ესეს (იხ. IV თავი).

 

რესურსები

3. ვიზუალური მასალა: შოთა რუსთაველის, ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის და სხვა ნაწარმოებების ილუსტრაციები; ისტორიული და პორტრეტული ჟანრის ნაწარმოებები.