2. აქცევს შეცდომას (ხარვეზს, დეფექტს) ნამუშევრის ელემენტად

ტიპური აქტივობა  

2. აქტივობა "ლაქები" 

სახატავ ფურცელზე დააწვეთებენ საღებავის რამდენიმე (ერთმანეთის მოშორებით) დიდ წვეთს. საღებავი უნდა იყოს წყლიანი, რათა წვეთები ფურცლის მოძრაობით “დაიღვაროს” და ლაქებმა უცნაური ფორმები მიიღოს. მოსწავლეები უნდა დააკვირდნენ ლაქებს, რაიმეს მიამსგავსონ  ისინი და დაასრულონ ნახატი.

  

რესურსები

2. სახატავი ფურცელი, გუაში, ფუნჯი, ფლომასტერები.

 

შენიშვნა

2. აქტივობის ამოცანაა, რომ ნამუშევარი საბოლოოდ რაიმე ერთ თემას მიეძღვნას – ყვავილები და პეპლები, ვარსკვლავები და უცხოპლანეტელი, უცნაური ცხოველები და მცენარეები და არა მაგ. ძაღლი და თვითმფრინავი, ანუ ლაქების ფორმა თემატურად უნდა დაუკავშირონ ერთმანეთს.