3. საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინებს

ტიპური აქტივობა

3. აქტივობა - კონკურსი "ტერმინები"

მასწავლებელი ატარებს კონკურსს: მოსწავლეებს დაურიგებს ფურცლებზე წინასწარ ჩამოწერილ ტერმინებს ან ჩამოწერს მათ დაფაზე. ყოველმა მოსწავლემ თავისი სიტყვებით უნდა ახსნას ტერმინის მნიშვნელობა. გაიმარჯვებს ის, ვინც სწორად გამოიცნობს მეტ ტერმინს.

 

შენიშვნა

3. ასეთი კონკურსების წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩატარება დაეხმარება მოსწავლეებს ტერმინების თანდათან, ძალდაუტანებლად დამახსოვრებაში. გართულებული ვარიანტი: კონკურსი ტარდება წლის ბოლოს. მასწავლებელი ამოიწერს წლის განმავლობაში განვლილი მასალიდან ტერმინებს ფურცლებზე ისე, რომ ყოველი ტერმინის გასწვრის დარჩეს ადგილი, სადაც მოსწავლე წერილობით ჩაწერს ამ ტერმინის მნიშვნელობას. ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ტერმინების ერთნაირი სია. მასწავლებელს შეუძლია კონკურსში გამარჯვებულთათვის დააწესოს რაიმე წამახალისებელი პრიზი.