4. მოძიებული და უკვე ნაცნობი მასალით (ხის ქერქი, ნიჟარა, მავთული, თოკი, ქაღალდი, მძივი, მუყაო და სხვ.) ამზადებს მარტივ ნაკეთობებს და კონსტრუქციებს

ტიპური აქტივობები

4. აქტივობა I. "კოლოფების ქალაქი"

(პროცედურა და მასალა იგივეა, რაც "კოლოფების ციხე-კოშკი", II კლასი)

ამ აქტივობის პირველი ნაწილი – სახლების დამზადება სრულდება ინდივიდუალურად – ყოველი მოსწავლე აკეთებს თავის სახლს. მეორე ნაწილი – ლანდშაფტის მომზადება - სრულდება ერთად. ლანდშაფტზე მოსწავლეებმა განსხვავებული ფაქტურით უნდა მონიშნონ “ქუჩები”. გამზადებულ ლანდშაფტზე ყოველი მოსწავლის სახლი იდგება დამოუკიდებლად.

კავშირი: შედეგი  ..III.6.

  

რესურსები

4.I. სხვადასხვა მცირე ზომის მუყაოს, კონსერვის ქილები, წებო, მაკრატელი, თეთრი ქაღალდი, დიდი მუყაო (ტელევიზორის ყუთის ამოჭრილი გვერდი).

 

 

4. აქტივობა II. "ნაძვის ხის სათამაშო გირჩით"

მოსწავლეები ლენტებით ან სქელი ძაფით უკეთებენ გირჩას ყუნწებს, ღებავენ გირჩებს სხვადასხვა ფერად, ზოგ გირჩას - ერთი ფერით, ზოგს - ჭრელად და ალამაზებენ მათ ფერადი ქაღალდებით, მძივებით, ხავსით და სხვა მასალით. უკეთებენ თვალებს, ხელებს პატარა ტოტებით და სხვა.

გირჩის სათამაშო

 

რესურსები

4.II. გირჩები, ხავსი, მძივები ფერადი ქაღალდები, ბრჭყვიალა მოსართავები, საღებავები, წებო.

 


4. აქტივობა III. "პაპიე მაშეს ჯამი"

(2 გაკვეთილი)

ერთ თეფშს აკეთებს 2 -3 ბავშვი გაბერილი ბუშტები იდება პატარა ჯამებში, რომ არ იგორაონ.

მოსწავლეები დახევენ გაზეთებს 1 – 2 სმ-ის სიგრძის ზოლებად, რომლებსაც დააქუცმაცებენ 3 – 4 სმ ნაკუწებად.

ქაღალდის პირველი ფენა ბუშტებს არ უნდა დაეწებოს, ამიტომ ბუშტებს, ნახევარზე ოდნავ მეტ ფართობზე (ზედმეტი მერე მოიჭრება) პირველ ფენად დაეკვრება მხოლოდ წყალში დასველებული გაზეთის მოზრდილი ნაჭრები. მომდევნო ყველა ფენისთვის (სულL 5 –6), ყოველი გაზეთის ნაკუწი წებოში  უნდა დასველდეს და გაიწუროს.

ჯამის ძირი -  როდესაც მოსწავლეები დააწებებენ 5 – 6 ფენა გაზეთს, მომავალი ჯამის შესაფერის ადგილზე მრგვალად უნდა დაიდოს სქელი საქსოვი ძაფის პატარა, შეკრული ნაჭერი, რომელიც მთლიანად დაიფარება ძაფის აქეთ-იქით გადასული გაზეთის პატარა ნაჭრების 4-5 ფენით.

პაპიე მაშეს ჯამი

თუ მუშაობის პროცესში მოსწავლეებს წებო ზედმეტი მოუვათ, იგი ღრუბლით ან ნაჭრით უნდა მოწმინდონ.

ნამუშევარი ბუშტზე რემოდენიმე დღის განმავლობაში შრება (თუ დროზე ადრე მოიხსნება ბუშტიდან, შეიძლება დეფორმაცია განიცადოს. ამ შემთხვევაში, დეფორმირებული ადგილი ოდნავ უნდა დასველდეს და ხელის მიწოლით გასწორდეს).

გამშრალ, ბუშტიდან მოხსნილ ნამუშევარს, მოსწავლეებმა სასურველ ზომაზე უნდა შემოაჭრან უსწორმასწორო კიდეები. ამისთვის, ფლომასტერით აღნიშნონ ზღვარი, და მაკრატლით შემოჭრან.

ამის შემდეგ ჯამები შეიღებება და მოიხატება. იმისთვის, რომ გუაშის საღებავი აღარ გადავიდეს, მას უნდა შეერიოს ცოტა წებო ან მოხატვის შემდეგ ჯამები დამუშავდეს ნებისმიერი უფერო ლაქით.

კარგი იქნება, თუ კიდეს ორივე მხრიდან შემოეწებება გადაკეცილი გაზეთის წვრილი ზოლი, რათა შემოჭრილი გვერდები უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს.

თუ მოხატვამდე ჯამები ოდნავ გაიფხიკება თხელი ზუმფარით, მათ აღარ დაეტყობათ წვრილ-წვრილი ნაოჭები.

  

რესურსები

4.II. რეზინის ბურთები, ან ჰაერით გაბერილი ბუშტები, რომლებშიც წინასწარ, სიმძიმისთვის 1-2 პატარა კენჭი გდია. ოდნავ წყალგარეული წებო ПВА (პატარა ჯამებში ჩასხმული), ან პურის ფქვილით მოხარშული წებო; გაზეთები, სქელი საქსოვი ძაფი, თხელი ზუმფარა, გუაშის ან აკრილის საღებავი; ფიალები ან შესაბამისი ზომის ჯამები ბურთების ჩასადებად. ვიზუალური მასალა: ძვ.წ. III-I ათასწლეულის კერამიკული ჯამები (იხ. დანართი).