3. ადარებს ხელოვნების დარგებს გრძნობის ორგანოებზე ზემოქმედების მიხედვით და დროში ხანგრძლივობის თვალსაზრისით

აქტივობის აღწერა

3. აქტივობა "ხელოვნების ზემოქმედება ადამიანზე" 

მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს თემის  - “მე და ხელოვნება” - ირგვლივ და საუბრობენ მუსიკის, სახვითი ხელოვნების თუ ლიტერატურის მნიშვნელობაზე (მსიამოვნებს მუსიკის მოსმენა, მიყვარს კითხვა, როცა მოვიწყენ, ვხატავ…).

კლასში ეწყობა დისკუსია, სადაც მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს. შემდეგ მასწავლებელი მოასმენინებს მათ მოკლე მუსიკალურ ნაწარმოებს და ხაზს უსვამს, რომ მუსიკაჟღერს და გარკვეული დროის შემდეგ სრულდება; ასევე  სპექტაკლიც არსებობს მხოლოდ იმ დროს, როცა მას ასრულებენ და ჩვენ ვუყურებთ; სახვითი ხელოვნების ნიმუშები კი არ სრულდება – ისინი ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობენ – ქანდაკებები დგას მოედნებზე, ნახატები ამშვენებს კედლებს. 

  

შენიშვნა

3. მოსწავლეებმა შეიძლება დაწერონ სავარჯიშო რვეულებში, რომელი დარგი მოსწონთ  სხვებზე მეტად და რატომ. რა ემოციას აღძრავს მათში მუსიკა, კინო, მხატვრობა; რა დროს უთმობენ ხელოვნებას - რა სიხშირით უსმენენ, უყურებენ, კითხულობენ; ეწევიან თუ არა თავად რაიმე შემოქმედებით საქმიანობას, თუ მხოლოდ მომხმარებლები არიან.