2. გამოთქვამს მოსაზრებას, რომელი სოციალური ფენისთვის იყო განკუთვნილი გამოყენებითი ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში

ტიპური აქტივობა

2. მოსწავლეები დაათვალიერებენ ვიზუალურ მასალას და იმსჯელებენ, თუ რა დანიშნულებისა და ვისთვის იყო განკუთვნილი ესა თუ ის ნივთი. მოსწავლეები მეხსიერებით დახატავენ ორ ნატურმორტს – “მდიდრული სუფრა” და “ღარიბული სუფრა”.

   

რესურსები

2. ვიზუალური მასალა: ბედიის ბარძიმი, თამარ მეფის ჯვარი, ბრინჯაოს, თიხის, ფაიფურის ჭურჭელი, საბრძოლო იარაღი, ნოხები, ფარდაგები, ეთნოგრაფიული კოსტიუმები და სხვა.

 

შენიშვნა

2. მასწავლებელმა სხვა აქტივობების დროსაც ნებისმიერი შესაფერისი ვიზუალური მასალის ჩვენებისა და თემასთან დაკავშირებული მსჯელობის დროს, მოსწავლეებს დაუსვას შეკითხვა, მათი აზრით, რომელი სოციალური ფენისთვის იყო განკუთვნილი გამოყენებითი ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში.