3. მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა გარემო და ეპოქა ხელოვნების ნაწარმოებში (ნამუშევარში ჩანს კონკრეტული რეგიონის ლანდშაფტი, არქიტექტურული ძეგლები, ეპოქისთვის დამახასიათებელი ნივთები და ა. შ.).

ტიპური აქტივობა

მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს ისეთი ნაწარმოებების რეპროდუქციებს, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს ისტორიული ეპოქისა თუ ქვეყნისთვის სახასიათო ნიშნები და სთხოვს მოსწავლეებს, მოძებნონ დეტალები, რომლებიც მიგვანიშნებს ისტორიულ ეპოქაზე ან ქვეყანაზე – ჩაცმულობა, ნივთები, პეიზაჟის დეტალები, შენობები და სხვ. მაგ. მასწავლებელი აჩვენებს სამ, ერთმანეთისგან ეპოქით ან ქვეყნით მკვეთრად განსხვავებულ ნაწარმოებს (იაპონური, ეგვიპტური და ევროპული). მოსწავლეებმა ჩაცმულობის, აქსესუარების და სხვა დეტალების მიხედვით უნდა გამოიცნონ, რომელი ქვეყნის ხელოვნებას მიეკუთვნება ეს ნაწარმოები.

 

  

რესურსები

3. ვიზუალური მასალა: როკუელ კენტის “ესკიმოსი კაიაკში”, ეჟენ დელაკრუას ნამუშევრები არაბების გამოსახულებებით, ჟაკ ლუი დავიდის “ჰორაციუსთა ფიცი” და “სოკრატეს სიკვდილი”, კანალეტოს ვენეციის ხედები, კაცუსიკა ჰოკუსაის “ფუძიამას ხედები”; იაპონური გრავიურა, ელენე ახვლედიანის “სიღნაღი”, ნინო ბრაილაშვილის ეთნოგრაფიული ილუსტრაციები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

3. ჩვენი საქართველო, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა.