1. ადარებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს გამომსახველობითი ხერხების, მასალის, ტექნიკის მიხედვით

ტიპური აქტივობა

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების ამსახველ მასალას. მოსწავლეები მსჯელობენ, თუ რა მასალით არის შესრულებული ნაწარმოებები – მაგ. ქანდაკება – თიხა, ქვა, ბრინჯაო, ხე; გრაფიკა – მელანი, ფანქარი, პასტელი, ნახშირი; გრავიურა – ამოტვიფრული და დაბეჭდილი; ფერწერა – ზეთის, აკვარელის საღებავები.