2. ხატავს ყოფით სცენებს (რთველი, დილა ოჯახში)

ტიპური აქტივობა  

2. აქტივობა “თონეში” და “დილა ოჯახში”  

მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს, რომ ყოფითი ჟანრის სურათებზე გამოსახული უნდა იყოს ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის სცენები - აჩვენებს ვიზუალურ მასალას: ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებულ ყოფითი ჟანრის ნაწარმოებებს. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ პეიზაჟის გამოსახვისას მხატვრები მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ბუნებას ვიდრე ადამიანებს – ადამიანები, როგორც წესი, მცირე ზომის არიან; ყოფით სცენაში კი მთავარი ადამიანი და მისი საქმიანობაა. შესადარებლად აჩვენებს მაგ. კლოდ მონეს პეიზაჟს “ყაყაჩოების ყვავილობა”. მოსწავლეთა ყურადღებას გაამახვილებს ყაყაჩოებიან ფერდობზე და აქვე განუმარტავს, რომ ამ სურათზე ბუნებაა მთავარი, ადამიანები კი ნაკლებად მნიშვნელოვანი, ამიტომ მათი ფიგურები მცირე ზომის და ბუნდოვანია.

მოსწავლეებმა უნდა გამოსახონ ყოფითი სცენა, სადაც ყოველი პერსონაჟი რაიმე საქმიანობითაა დაკავებული.

 

რესურსები

2. ვიზუალური მასალა: ვერმეერი, “მცირე ჰოლანდიელები” (იან სტენი, გერარდ ტერბორხი, გაბრიელ მეტსიუ და სხვ.) პიტერ ბრეიგელი, ჟან ბატისტ შარდენი, მოსე თოიძე, გიგო გაბაშვილი, დიმიტრი ერისთავი. შედარებისთვის კლოდ მონეს პეიზაჟი “ყაყაჩოების ყვავილობა”.

 

შენიშვნა

2. ეს აქტივობა უნდა შესრულდეს წლის განმავლობაში რამდენჯერმე, ყოველ ჯერზე ახალი თემით.