2. იცნობს და აღწერს მის რეგიონში მდებარე ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლებს

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა I. “ისტორიული ძეგლი”

მოსწავლეები სახლში, სავარჯიშო რვეულში დაწერენ მოკლე ესეს იმ ისტორიული ძეგლის შესახებ, რომელსაც კარგად იცნობენ და წაიკითხავენ მას კლასის წინაშე.

   


2. აქტივობა II. “ისტორიული ძეგლი”

მოსწავლეებმა მეხსიერებით უნდა დახატონ ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი, რომელიც უნახავთ და რომლის შესახებაც დაწერეს ნაშრომები – ეკლესია, ტაძარი, ისტორიული შენობის, ხიდის ნანგრევები.

 

რესურსები

2.II. ფერადი ფანქრები, სახატავი ფურცელი.

  

შენიშვნა

2. ამ აქტივობის ექსკურსიის შემდეგ ჩატარების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ყველამ ერთსა და იმავე (ექსკურსიაზე ნანახ) ძეგლზე დაწეროს.

მასწავლებელმა დავალების მიცემისას ნათლად უნდა განუმარტოს დამისცეს მიმართულება როგორ და რის შესახებ დაწერონ (არ არის აუცილებელი ისტორიული ცნობების მოპოვება). მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ის, რაც იციან – აღწერონ ძეგლი, მისი ადგილმდებარეობა, გარემო და აშენების მიზეზი. შესაძლოა, რაიმე დეტალიც აღწერონ. მოსწავლეებმა უნდა გამოხატონ დამოკიდებულება და ემოცია, რომელსაც მათში აღნიშნული ძეგლი იწვევს.