1. ამოიცნობს და ასახელებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებში მისთვის ნაცნობ ელემენტებს

ტიპური აქტივობა

1. აქტივობა "იპოვე ნაცნობი ელემენტები" 

მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების ამსახველ ფოტოებს. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, რა მასალით არის შესრულებული ნაკეთობები, რა ხერხითაა გალამაზებული, როგორ ფერებს და ხაზებს ხედავენ და სხვ. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ნამუშევრებში მათთვის ნაცნობი ელემენტები (თიხის დოქი მრგვალია და მოხატულია გეომეტრიული ფიგურებით, ხაზებით, ორნამენტით; ნაციონალური კოსტიუმი - ფერთა შეხამება, ნაჭრის მოხატულობა, ფარდაგი და ნოხი  - ფერი, ხაზი, გეომეტრიული ორნამენტი).

 

რესურსები

1. იხ. დანართი: ქართული კერამიკა და ფარდაგი, სხვადასხვა კულტურების სამკაული, ნაციონალური კოსტიუმი. 

  

შენიშვნა

1. მოსწავლემ უკეთ რომ დაიმახსოვროს ახალი ტერმინები, ამ ასაკში თითოეულ გაკვეთილზე მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს. გარდა ამისა, აუცილებელია მომდევნო გაკვეთილებზე ამ ტერმინების ხშირი ხმარება, მაგრამ არა გამოკითხვის სახით, არამედ კონტექსტში. კერამიკა – ფორმა, ხაზი, ორნამენტი; კოსტიუმი – ორნამენტი, ფერი.