ინფორმაციის ადეკვატურად აღქმა და სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციაში

აქტივობების აღწერა

  • მცირე ზომის ტექსტის მიხედვით ნახატის გაფერადებას;
  • მოსმენილი ტექსტის მიხედვით ილუსტრაციების შექმნას;
  • მოსმენილი ინსტრუქციის მიხედვით საგნების კლასიფიკაციას შინაარსობრივ ჯგუფებად (მაგალითად, სამგზავრო ნივთები, სასწავლო ნივთები, სათამაშო ნივთები და ა.შ.);
  • ნაცნობ სამეტყველო სიტუაციაში ადეკვატურად რეაგირებას;
  • სამეტყველო სიტუაციის მიხედვით  შესაბამისი  ლექსიკის, ფრაზეოლოგიის, გამოთქმის, ეტიკეტური ფორმულების (მისალმება, დამშვიდობება, მოკითხვა, მადლობის გადახდა, დახმარების შეთავაზება, ბოდიშის მოხდა და ა.შ.) ადეკვატურად გამოყენებას;
  • საგნის გამოსაცნობად  მისი  ნიშან–თვისებების შესახებ  კითხვების დასმას და მიღებული პასუხების ადეკვატურად გამოყენებას საგნის გამოსაცნობად;
  • ელემენტარული დარგობრივი, სპეციალური ლექსიკის (ტრანსპორტი, შინაური და გარეული ცხოველები, პროფესიები) ცოდნასა და მათი ადეკვატურად გამოყენებას;
  • სიტუაციური თამაშებისთვის (მაგალითად, სათამაშოების მაღაზიაში)  სხვადასხვა როლის მორგებას (გასაყიდი  სათამაშო,  გამყიდველი, მყიდველი) და როლის შესაბამისი ლექსიკური ერთეულების, ეტიკეტის გამოყენებას;
  • სხვ.