6. აკვირდება და ასახავს საგანთა თანაფარდობას და პროპორციას (მარტივად)

ტიპური აქტივობა

6. აქტივობ ილუზია

მასწავლებელი უყვება და პარალელურად უხატავს მოსწავლეებს, მარტივ მაგალითებს. მაგ. დაფაზე დაუხატავს ჭიანჭველას, მის გვერდით რაიმე პატარა საგანს – ფოთოლს, მარცვალს, ყვავილს. მეორე ნახატზე იმავე ზომის ჭიანჭველას გვერდით დაუხატავს შეუსაბამო ზომის საგნებს – პატარა სახლს, მანქანას, ადამიანს. მასწავლებელი ჰკითხავს მოსწავლეებს, თუ რომელ ნახატზე ჩანს ჭიანჭველა უფრო დიდი და რატომ. მოსწავლეები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ იცვლება საგნის ზომის აღქმა მასშტაბებისა და პროპორციების შეცვლით. მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ ნახატი თავისუფალ თემაზე, სადაც გამოსახავენ ფანტაზიით შექმნილ სამყაროს, რომელშიც საგნებსა და არსებებს უჩვეულო ზომები და პროპორციები აქვთ.