იხსენებს სად, რა გარემოში მოუსმენია თავისი საყვარელი მუსიკალური ნაწარმოებები

ტიპური აქტივობები

მოსწავლეები ასახელებენ თავიანთ საყვარელ მუსიკალურ ნაწარმოებს. მასწავლებელი დაფაზე წერს შესაძლო პასუხებს, თუ სად მოუსმენიათ, ან ისწავლეს ეს ნაწარმოები: სკოლაში, კონცერტზე, სახლში, ტაძარში, მუსიკალურ სკოლაში, დაბადების დღეზე და ა.შ. შემდეგ ფურცლებზე წერენ თავიანთი საყვარელი მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდებას (სასურველია ავტორსაც), აფორმებენ ფურცლებს ნახატებით. და ირჩევენ / ასახელებენ დაფაზე დაწერილი ვარიანტებიდან ერთ–ერთს.


რესურსები

დაფა, მარკერი, ფურცლები, ფერადი ფანქრები.