3. გამოსახავს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გაცნობის შედეგად გაჩენილ იდეებს (თემა, სიუჟეტი, პერსონაჟი, მხატვრული ხერხი)

ტიპური აქტივობები

3. აქტივობა I. "ჰერაკლეს გმირობები" 

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს მითოლოგიურ სიუჟეტებზე შექმნილ ცნობილ ნაწარმოებებს (მაგ., ჰერაკლეს გამოსახულებები სხვადასხვა დროის და დარგის ნიმუშებზე)  და უკითხავს მათ მითების ფრაგმენტებს ჰერაკლეს შესახებ. ამის შემდეგ მოსწავლეები ხატავენ ამ თემასთან დაკავშირებულ ასოციაციურ ნამუშევარს (ნემეის ლომს, სტიმფალიის ჩიტებს...).

 

რესურსები

3.I. სახატავი ფურცელი, გუაში/აკვარელი ან ფერადი ფანქრები.

ვიზუალური მასალა: რეპროდუქციები და ფოტოები: ჰერაკლეს ამსახველი ანტიკური ქანდაკებები და ლარნაკების მოხატულობები, რომაული ფრესკები, ტინტორეტო, ჯოვანი ბატისტა ტიეპოლო, პიტერ პაულ რუბენსი და სხვა. 

 

 

3. აქტივობა II."ჩემი საყვარელი მხატვარი"

მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ და მეხსიერებით დახატონ იმ მხატვრის ნამუშევარი, რომელმაც მათზე განსკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ზუსტი ასლის დახატვა არ არის საჭირო, მათ მხოლოდ დაახლოებით უნდა გადმოსცენ, რაც ახსოვთ - სად რა ხატია და რა ფერებია გამოყენებული.

  

შენიშვნა

3.II. ამ აქტივობაზე, მოსწავლეებისთვის ვიზუალური მასალის ჩვენება არ არის სასურველი – ყოველმა მოსწავლემ მეხსიერებით უნდა დახატოს ის ნამუშევარი, რომელიც ახსოვს და მოსწონს.