გმირის/პერსონაჟის წარმოსახვითი აღწერა.

რესურსი

ტექსტი, ფურცლები, სახატავი ფანქრები/ფლომასტერები.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ირჩევს ისეთ ტექსტს, რომელშიც არ არის გმირის/პერსონაჟის პორტრეტი და მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მოისმენენ ან წაიკითხავენ ნაწარმოებს, ჯგუფებში ქმნიან მის წარმოსახვით პორტრეტს, კლასის წინაშე წარმოადგენენ გარეგნობის აღწერას და ასაბუთებენ, რატომ ფიქრობენ ასე, რას ეყრდნობიან (სასურველია, თუ ჯგუფები დახატავენ ილუსტრაციებს), ხასიათის რა თვისებები ირეკლება ამგვარ წარმოსახვით პორტრეტში, რა დეტალებს ეყრდნობოდნენ ტექსტიდან, როცა მას ქმნიდნენ და ა.შ.

 

შეფასება

შეფასდება ტექსტის გააზრებისა და წარმოსახვის უნარი, ლექსიკური მარაგი და მისი გამოყენება აღწერისათვის, აღწერითი ტექსტის შექმნის უნარი; ის, თუ რამდენად იაზრებს აზრობრივი და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ადგილებს და როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს მათ.

 

მეთოდური მითითება

ეს აქტივობაც კომპლექსურია, მისი გამოყენება  შესაძლებელია როგორც ზეპირმეტყველების, ასევე კითხვის და წერის უნარების განსავითარებლდაც (თუ მოსწავლეებს მოვთხოვთ, წერილობით წარმოადგინონ წარმოსახვითი აღწერა).