3. ძერწავს გეომეტრიულ ფორმებს და ქმნის მათგან მარტივ კომპოზიციებს (სახლი, თოვლის ბაბუა და სხვა)

ტიპური აქტივობა 

3. აქტივობა "გეომეტრიული ფორმები"

მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს პლასტილინით ბევრი სხვადასხვა ზომის გეომეტრიული ფორმის დამზადებას – ბურთი, ანუ სფერო, კუბი, კონუსი, მართკუთხედი, ანუ პარალელეპიპედი და პირამიდა. როდესაც მოსწავლეები ფიგურათა გარკვეულ რაოდენობას დაიგროვებენ, მასწავლებელი ასახელებს გაომეტრიული ფორმის სახელს, მოსწავლეებმა კი უნდა ამოარჩიონ და აჩვენონ მას შესაბამისი ფიგურა. შემდეგ ამ ფორმებით მოსწავლეებს რაიმე კონსტრუქციის შექმნა შეუძლიათ (თოვლის ბაბუა – 2-3 სფერო, კუბი და კონუსი – სახლი სახურავით და სხვა).

 

რესურსები

3. პლასტილინი, პლასტილინის დასამუშავებელი იარაღები.

  

კავშირი სხვა საგნებთან

მათ.II.10. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.