გაცოცხლებული სურათები.

რესურსები

 ილუსტრაციები.


აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ირჩევს რამდენიმე ილუსტრაციას, რომლებზედაც გამოსახულია ტყის ბინადრები (მაგალითად, ვაჟა-ფშაველას “ჩხიკვთა ქორწილი”) და სთხოვს მოსწავლეებს, გააცოცხლონ ეს სურათი: გაახმოვანონ, რისთვისაც უნდა შეარჩიონ  შესაბამისი ინტონაცია, ტემბრი; განსაზღვრონ პერსონაჟების დამახასიათებელი მოძრაობები, რისთვისაც უნდა შეარჩიონ შესაბამისი ჟესტები, მიმიკა. თითო ილუსტრაციაზე მუშაობს თითო ჯგუფი. ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევარს, სხვები კი აფასებენ.

 

შეფასება

შეფასდება ის, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა, ვერბალური და არავერბალური ხერხები დასახულ ამოცანას. ამისათვის შეიძლება მომზადდეს ურთიერთშეფასების კითხვარები, რომლებითაც ჯგუფები შეაფასებენ ერთმანეთს. კრიტერიუმები შეიძლება ამგვარად ჩამოყალიბდეს:

  • რამდენად სწორად გადმოსცემს პერსონაჟის ხასიათს ინტონაციითა და მიმიკით;
  • რამდენად  შესაბამისად არჩევს ჟესტებსა და მოძრაობებს;
  • იყენებს თუ არა პერსონაჟის თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს.


მეთოდური მითითება

სასურველია, ამგვარი აქტივობისათვის შეირჩეს ისეთი ილუსტრაციები, რომლებიც ხელს უწყობს პერსონაჟის ხასიათში წვდომას და რომლებშიც წარმოდგენილია მთელი სცენა ნაწარმოებიდან.