გაცნობებთ, რომ...

WordSection1">

რესურსი

ბარათები, რომლებზედაც ჩამოწერილია მონაცემები.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს რამდენიმე მონაცემს, რომელთა მიხედვითაც მათ უნდა გააკეთონ ზეპირი განცხადება. ეს მონაცემები  შეიძლება იყოს:

პირველი შემთხვევისათვის - ღონისძიების დასახელება: სპექტაკლი თოჯინების თეატრში; თარიღი: 21 მარტი; დრო: თორმეტი საათი.

მეორე შემთხვევისათვის - ღონისძიების დასახელება: ანბანის გაცილება; თარიღი: 17 აპრილი; დრო: დღის სამი საათი.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით მოსწავლეები აკეთებენ ზეპირ განცხადებას.

 

შეფასება

შეფასდება ის, ახერხებს თუ არა მოსწავლე მონაცემებზე დაყრდნობითა და შესაბამისი ენობრივი ფორმულების გამოყენებით ზეპირი განხცადების გაკეთებას.

 

მეთოდური მითითება

ამის მსგავსად შეიძლება ზეპირი მიპატიჟების იმიტირებაც.