განასხვავებს სიმფონიური, კამერული, სასულე, სიმებიანი ორკესტრის შემადგენლობას

ტიპური აქტივობები

ა) მოსწავლეები გაიხსენებენ ნასწავლი საკრავების სახელწოდებას და შეავსებენ მოცემულ ცხრილს.

რესურსები

ა) დაფა, მარკერი, რვეულები, კალმისტრები.


შენიშვნა

შემდეგ აქტივობად, მოსწავლეებმა შეიძლება თვითონ შეადგინონ მსგავსი ცხრილი კამერული და სასულე ორკესტრებისათვის და ჩაწერონ ამ ორკესტრებში შემავალი საკრავები.


ტიპური აქტივობები

ბ) მოსწავლეები უსმენენ ვ. აზარაშვილის  “ნოქტიურნს” კამერული ორკესტრისათვის და მეხუთე ნაწილს ჰ. ბერლიოზის ”ფანტასტიკური სიმფონიიდან” და პასუხობენ შეკითხვაზე, თუ როგორი საორკესტრო ხმოვანებაა (სიმფონიური, კამერული, სასულე) თითოეულ ნაწარმოებში? ასაბუთებენ თავიანთ პასუხებს.


რესურსები

ბ) მოსასმენი  აპარატურა, აუდიო ჩანაწერი: ჰ. ბერლიოზი – „ფანტასტიკური“ სიმფონია, მეხუთე ნაწილი „კუდიანების შაბაში“, ვ. აზარაშვილი - “ნოქტი- ურნი”.