განასხვავებს ორ და სამწილად მეტრს ცეკვის, მოძრაობის საშუალებით (ვალსი, პოლკა)
ტიპური აქტივობები
მოსწავლეები ცოცხალი შესრულებით მოისმენენ ,,ვალსს’’ და ”პოლკას” პ. ჩაიკოვსკის ,,საბავშვო ალბომიდან”. წინასწარ იციან ამ ცეკვების მოძრაობები, საწყისი პოზიცია. ნაწარმოების მოსმენის შემდეგ შესაბამის პოზიციაში დადგომით გამოხატავენ, რომელი ცეკვა მოისმინეს. სურვილის მიხედვით, შუძლიათ განმეორებით მოისმინონ და აჰყვნენ მუსიკას.
რესურსები
მოსასმენი აპარატურა, აუდიო ჩანაწერი: პ. ჩაიკოვსკი - ,,ვალსი”, ,,პოლკა” ,, საბავშვო ალბომიდან”.