6. გამოსახულებას გააზრებულად ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე

ტიპური აქტივობა

5. და 6. აქტივობა "კომპოზიცია

მოსწავლე ათვალიერებს ვიზუალურ მასალას, სადაც მთავარი პერსონაჟები გამოყოფილია ცენტრალური განლაგების, ინტენსიური ფერების ან პირობითი მასშტაბის საშუალებით და მსჯელობს გამოყენებული ხერხების შესახებ. მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს რამდენიმე თემას - “მხიარული არდადეგები”, “ნადირობა”, “მოსწავლეები ეზოში”, “სპორტული დარბაზი”, “თეატრში”. ეს თემები მრავალფიგურიან კომპოზიციას გულისხმობს. მოსწავლეებმა უნდა დახატონ რამდენიმე პერსონაჟიანი მოქმედება, მათი ნახატი უნდა გადმოსცემდეს რაიმე შინაარსს, ამბავს, სადაც იქნება მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, რომლებსაც გამოყოფენ ფერით, ზომით ან ადგილმდებარეობით. პერსონაჟები ფურცელზე ისე უნდა განაწილდეს, რომ დაცულ იყოს ვიზუალური წონასწორობა. თუ სიუჟეტი მოითხოვს ყველა მოქმედი პირის ერთ კუთხეში განლაგებას, მაშინ ფურცლის მეორე კუთხე უნდა გაწონასწორდეს რაიმე საგნით ან ფერადი ლაქით (ხე, ბუჩქი, ინტერიერის ატრიბუტი).

   

რესურსები

5. და 6. ვიზუალური მასალა: ეგვიპტური კედლის მხატვრობა “ნადირობა ნილოსზე”, შუამდინარეთის რელიეფი “ლომებზე ნადირობა”. სხვადასხვა პერიოდისა და მიმდინარეობების ამსახველი შესაფერისი რეპროდუქციები: პიტერ ბრეიგელის “ბავშვების თამაშობები”, ანა მარი რობერტსონ მოზესი, რაფაელის “ათენის სკოლა”, ჯორჯონეს “სამი ფილოსოფოსი” სახატავი ფურცლები, ფანქრები, საღებავები.