გამოძიება

რესურსები

ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.

 

აქტივობის აღწერა 

მასწავლებელი სთავაზობს ერთ-ერთ მოსწავლეს, მოიფიქროს რომელიმე საგნის აღმნიშვნელი  სახელი. დანარჩენებმა უნდა მოიფიქრონ დაახლოებით ოცი შეკითხვა იმისათვის, რომ გამოიძიონ, რომელი სახელი ჩაიფიქრა მათმა თანაკლასელმა. შეკითხვების სავარაუდო ვარიანტებია: ადამიანია? ცხოველია? ფრინველია? მწერია? უსულო საგანია? რა ფერისაა? პატარაა? რომელი ბგერით იწყება მისი სახელი? და ა. შ. მომდევნო სიტყვის მოფიქრების უფლება ენიჭება იმას, ვინც გამოიცნობს სახელს.

 

შეფასება

შეფასდება  კითხვის დასმის უნარი, საგნის ნიშან-თვისებათა ცოდნა  და საგნის იდენტიფიკაციისათვის მათი გამოყენების უნარი.

 

მეთოდური მითითება

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მოიფიქრონ ოცი შეკითხვა, მასწავლებელმა წინასწარ უნდა ავარჯიშოს ისინი შეკითხვების დასმაში. ამისათვის ერთი მოთამაშე გადის კლასიდან და შედის მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაუძახებენ. დანარჩენები ირჩევენ კლასიდან ერთ-ერთს. შემდეგ ეძახიან გარეთ გასულ მოთამაშეს, რომელიც იწყებს მისახვედრი კითხვების დასმას. მაგალითად: ბიჭია? ის ზის პირველ რიგში? მას აქვს ქერა თმა? ეს ნიკაა. ახლა კლასიდან გადის ნიკა და თამაში იწყება თავიდან.