1. ამოიცნობს ნასწავლი ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებს და სიუჟეტებს ხელოვნების ნიმუშებში

ტიპური აქტივობა  

1. აქტივობა "გაავლე პარალელი

მოსწავლეები ათვალიერებენ ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებს, ლიტერატურული ნაწარმოებების ილუსტრაციებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს, ანიმალისტური ჟანრის ნაწარმოებებს და აკავშირებენ მათ ისტორიასთან, ლიტერატურასთან, ბუნებასთან, მუსიკასთან და ა.შ.

მაგ. ასახელებენ ნაცნობ ლიტერატურულ პერსონაჟს ან სიუჟეტს, რომელიც ასახულია სახვით ხელოვნებაში, მუსიკაში, კინემატოგრაფიაში (მულტფილმებში), თეატრალურ, საბალეტო წარმოდგენებში.

 

რესურსები

1. სავარაუდო ლიტერატურა: ვაჟა-ფშაველას “ჩხიკვთა ქორწილი”, “შვლის ნუკრის ნაამბობი”, ან “სათაგური”; ჯეიმს ბარის “პიტერ პენი”; რედიარდ კიპლინგის “მაუგლი”, კარლო კოლოდის “პინოქიო”, და სხვა. 

  

კავშირი სხვა საგნებთან

1. მუსიკა

   

შენიშვნა

1. შესაძლებელია ამ აქტივობის რამდენჯერმე გამეორება - ილუსტრაციების თემატიკის გათვალისწინებით. თემატიკის არევა მოსწავლეთა დაბნევას გამოიწვევს. სასურველია, ერთი აქტივობა, მაგალითად, მითებს დაეთმოს, მეორე - ლიტერატურული ნაწარმოებების ილუსტრაციებს, მესამე არქიტექტურულ ძეგლებს.