ფილმის გახმოვანება.

WordSection1">

რესურსები

ფილმის დემონსტრირებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები, ფილმის ეპიზოდი.

 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეები უყურებენ ფილმის ეპიზოდს ხმის გარეშე და ამოიცნობენ, ვინ არიან მონაწილეები, როგორ არიანისინი ერთმანეთთან დაკავშირებულები. შემდეგ ცდილობენ ამოიცნონ, რა ხდება და რას ლაპარაკობენ გმირები. ისინი ცდილობენ გაახმოვანონ ფილმი. ამით მოსწავლეები ეჩვევიან იმას, რომ ერთი მოვლენა რამდენიმე, მეტ-ნაკლებად განსხვავებული ენობრივი საშუალებით შეიძლება გადმოსცე, თუმცა ყველა მათგანი ერთნაირი სიზუსტით შეიძლება ვერ ასახავდეს კონკრეტულ სიტუაციას. შეიძლება კადრი შევაჩეროთ, რათა მოსწავლეებმა ყურადღება მიაქციონ პერსონაჟის ჟესტ-მიმიკას, მოძრაობას, სახის გამომეტყველებას და ა.შ. ხელმეორედ ჩვენებისას (უკვე გახმოვანებით) მოსწავლეები ამოწმებენ თავიანთ ვერსიებს.

 

შეფასება

 შეფასდება  ვიზუალური  მასალიდან  ინფორმაციის  გაგებისა და მისი  ინტერპრეტაციის უნარი.

 

მეთოდური  მითითება

მასწავლებელმა  უნდა აარჩიოს  საინტერესო ეპიზოდი, რომელშიც გმირთა სახეებზე, მათ ჟესტებსა და მიმიკაზე დაკვირვება და სიუჟეტის ამოცნობა მოსწავლეს არ გაუჭირდება.

 

კავშირი სხვა საგნებთან

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.